იუმორი

დიდი კონსტანტინე

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.04

კონსტანტინე გამსახურდია
დაკოპირებულია

ამბობენ, როდესაც 84 წლის ლოგინად ჩავარდნილმა კონსტანტინე გამსახურდიამ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ასე თქვა, ფეხზე წამოდგომაში მომეხმარეთ, რათა ფეხზე დამდგარი შევხვდე ამ მოუცილებელ მეაბჯრესო.

1975 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა გენიალური ქართველი მწერალი და ფილოსოფოსი - კონსტანტინე გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო. დარბაზში ერთსა და იმავე მაგიდასთან ჯდომა ჰყვარებია. ომის მძიმე დღეებში ბიბლიოთეკის დირექტორი სანდრო ეული (ქურიძე) იყო. მის კაბინეტშიც ხშირად უნახავთ ბატონი კონსტანტინე. ერთხელ პოეტი იოსებ გრიშაშვილი სწორედ იმ დროს შევიდა დირექტორთან და რომელიღაც ჟურნალი სთხოვა სახლში წასაღებად, როცა კონსტანტინეც იქ იყო. სანდრო ეულმა სასტიკი უარი უთხრა. განაწყენებულმა პოეტმა კაბინეტი დატოვა.

რატომ უთხარი უარი ასეთ საყვარელ კაცს, ხომ იცი, როგორ უყვარს წიგნები? - ჰკითხა კონსტანტინემ.

- ზუსტად მაგ მიზეზით. შეეცდება, აღარ დამიბრუნოს ჟურნალი. გარდა ამისა, არ მიყვარს, როგორც პოეტი. ის რა პოეზიაა, სადაც ავტორი საქვეყნოდ ყვირის, რომ უყვარს ქალის ფეხის თითების კოცნა.

- მეც ვარჩევდი, ქალის ფეხის თითები დამეკოცნა, ვიდრე კომუნისტების ერთი ბინძური ადგილი, როგორც ამას ზოგი პოეტი სჩადის, - ირონიით შეუნიშნავს მწერალს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი