იუმორი

დიდებული სესილია

№26

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.07

იუმორი
დაკოპირებულია

ია ხობუა იხსენებს:

„მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძე დგამდა სპექტაკლს: სოფიკო ჭიაურელი არისტოკრატი გოგონა იყო, ქეთინო კიკნაძე - ხევსური, მე - მოახლე მაშო. არ გამომდიოდა მოახლის როლი და სესილიამ წამიყვანა ვერის ბაზარში, - დამაკვირდი, რას გავაკეთებო. მივიდა გამყიდველთან და ჰკითხა: რა ღირს კვერცხიო? თან ხელი დაავლო, - ლაყეაო და დახლზე დაანარცხა. მერე ბევრი იყაყანა. არც არავინ შეპასუხებია და მომიბრუნდა: აი, როგორი გოგოა მაშიკოო. სამოსიც თვითონ შემირჩია, დიდი ზომის ფეხსაცმელიც, გრძელი ნაწნავიც და ნამდვილ მოახლეს დამამსგავსა. პირველი ეპიზოდია: ქალბატონი მეძახის და კულისიდან ნავაჭრით სავსე კალათით უნდა შევვარდე. დავეჯაჯგურე კალათას. სესილიას აუვსია თურმე, რკინის ნივთებით. ძლივს ავწიე და ბარბაცით შევვარდი, გავიბლანდე ფეხსაცმელებში და სცენაზე გავიშხლართე. სესილია „გალიორკიდან“ ტაშს მიკრავდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული