ჩინური სალამი გვირაბიდან
ავტორი: „თბილისელები“ 21:00 06.03

ლევან ხაბეიშვილი ჰყვება:
„რიკოთზე რომ ჩინელებს გვირაბი გაჰყავთ, ამით ხალხი დაზარალდა. სახლები გაებზარათ, ზოგსაც დაენგრა. ერთმა კაცმა სამჯერ დამირეკა და მთხოვა, რომ პირადად მე ჩავსულიყავი ზესტაფონში და ჩავედი. ეზოში შევედი და წამიყვანა „ლეჟანკისკენ“, რომელიც სახლსა და მარანს შორის ედგა. პირდაპირ იქ მივედით და მიყვება: მარიხუანას ვეწევი ხოლმე და ლეჟანკაზე რომ წამოვწვები, კაკლის ხის წვერს ვუყურებ და ამით ვკაიფობო. ერთხელაც მოვწიე, წამოვწექი და რომ გავიხედე კაკლის წვერი არ ჩანდა. ვიფიქრე, ალბათ, ბაღანამ თუ გადასწია „ლეჟანკა-მეთქი“ და როგორ არ დავდგი, მაგრამ მაინც არ ჩანს. ვიფიქრე, იმდენი მოვწიე, რომ დავბრმავდი-მეთქი. ვცადე, მივსულიყავი და იქამდე, სულ რაღაც, 20 ნაბიჯია და ხელით შევხებოდი. თან მიყვება თან მიდის და მეც მივყვები. გარკვეული მანძილი რომ გავიარეთ და რას ვხედავთ – კაკლის ხე გამქრალია, მის ადგილას უზარმაზარი ორმოა და გვირაბი არ გადის? ქვემოდან კი რამდენიმე ჩინელი გვიქნევს ხელს... არადა, რაც ამათმა ღვინო დამილიესო, – მითხრა იმ კაცმა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან