იუმორი
ჭეშმარიტი ხელოვანი
№36
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.09, 2021 წელი
ერთხელ თბილისში დიდი მიწისძვრა მოხდა. იმ დღეს ანდრია ბალანჩივაძეს საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტი ეახლა ბინაზე თავისი ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილის შესასრულებლად. ბალანჩივაძე ყურადღებით უსმენდა მოწაფეს და ბოლოს თქვა:
„ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად გააკეთეთ მოდულაცია ლა-ბემოლ მაჟორში“. სტუდენტმა დაიწყო თუ არა ამ მითითების შესრულება, მძლავრმა მიწისძვრამ მთელი სახლი შეძრა. ანდრია ბალანჩივაძეს წარბიც არ შეუხრია და დინჯი ტონით განაცხადა: „რახან მოდულაცია ლა-ბელ მაჟორში მიწისძვრას იწვევს, ახლა მოდულაცია ლა-მინორში სცადეთ!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან