იუმორი

ბუცები შვილს...

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.10

გელა ბარკალაია
დაკოპირებულია

გელა ბარკალაია: 

„ჩემი შვილი, მათე, ფეხბურთზე დადიოდა. რას არ ვუკეთებდი, მაგრამ ვარჯიში ეზარებოდა. დუბაიში ვარ და ტელეფონზე ბუცის ფოტო ჩამიგდო და მითხრა: აი, ეს მიყიდე და ვარჯიში არ დამეზარებაო. წავედი სავაჭრო ცენტრში, ვაჩვენე ფოტო და მიმასწავლეს ადგილი, სადაც ეს ბუცი იყიდებოდა. გამყიდველ გოგონას რომ ვუჩვენე მკითხა: ვისთვის გინდაო. შვილისთვის-მეთქი. რა გვარიაო და ბარკალაია-მეთქი, თურმე იმ მაღაზიაში ვარსკვლავები ყიდულობდნენ სპორტულ ეკიპირებას. გამყიდველს ბარკალაია რომ არ ეცნო, ვთქვი: ახალგაზრდა ვარსკვლავია-მეთქი. მოვიტანოო? მკითხა. ვიფიქრე, ისეთი რა უნდა ღირდეს და რამდენი ფერი გაქვთ-მეთქი? სამიო. სამივე ფერი მოიტანე 2-2 ცალი-მეთქი. თურმე, თითოეული 1 800 დოლარი არ ღირს?! თავს ხომ არ შევირცხვენდი? ვიყიდე ეს ბუცები, მათეს გავუგზავნე, დავურეკე და ვკითხე: როგორი ბუცებია, კარგად თამაშობ-მეთქი? კი, კარგებია ბიჭებს დავურიგე და კარგად ვთამაშობთო. იმ ბავშვებმა დღემდე არ იციან, რა ფასის ბუცები აცვიათ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა