იუმორი

„ბისით“ გადახდილი სამაგიერო

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.03

ტარიელ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ტარიელ საყვარელიძე იხსენებდა:

„გურჯაანში კონცერტი გვქონდა. მე კონფერენსიე ვიყავი. ამ კონცერტში ჩვენი სახელოვანი მომღერლები: დავით გამრეკელი და ზურაბ ანჯაფარიძე მონაწილეობდნენ. 40 გრადუსი სიცხე იყო და მათ ვთხოვე, მოდი, პიჯაკები გავიხადოთ, ჰალსტუხები შევიხსნათ და კონცერტი, ასე ჩავატაროთ-მეთქი. იმათ სასტიკი უარი მტკიცეს – მარჯანიშვილის თეატრის წესები ნუ შემოგაქვსო. რა გაეწყობოდა, სრული „აღჭურვილობით“ გავედი სცენაზე და მომღერლები მოვიწვიე. გავხედე და ორივე უჰალსტუხოდ და უპიჯაკოდ არ მოდიან? მოკლედ, „გამიჩალიჩეს“. მთელი კონცერტის განმავლობაში ოფლად ვიღვრებოდი. კონცერტის დასასრულს მათ მურმანისა და აბესალომის დუეტი შეასრულეს და დარბაზი ტაშით დაინგრა. მე კი მათ იმით გადავუხადე მუხთლობა, რომ სიცხისა და დაღლილობისგან ფეხზე დგომა რომ უჭირდათ, 4-ჯერ გამოვაყვანინე „ბისზე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა