იუმორი

ანეკდოტი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.09

იუმორი
დაკოპირებულია

ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, სკოლის ის მერხი მოენახულებინათ, რომელზედაც ერთმანეთი გაიცნეს 70 წლის წინ. უკან რომ ბრუნდებოდნენ, რაღაც დიდი პარკი შენიშნეს ბუჩქებში, ქმარი მივიდა, ჩაიხედა შიგნით და ფულია, დოლარები.

- პოლიციაში განვაცხადოთ. - თქვა ცოლმა

- ხომ არ გადაირიე?.. ეს ფული ღმერთმა გამოგვიგზავნა!.. ჩვენია..

წამოიღო სახლში 100 000 დოლარი აღმოჩნდა და შეინახა სარდაფში.

მეორე დილას ზარია კარზე. გააღეს და ორი კაცია, უშიშროების საბუთი აჩვენეს.

- თქვენ შემთხვევით 100 000 დოლარი ხომ არ გიპოვიათ?

- არა!.. საიდან მოიტანეთ?! - უპასუხა ქმარმა

- დიახ, ჩვენ ვიპოვეთ! საკუჭნაოში შეინახა ამან - თქვა ცოლმა.

- ამას ნუ უსმენთ. ვეღარაა მოტორზე. - თქვა ქმარმა.

- მოიცათ, მოიცათ. აბა, ქალბატონო, მოჰყევით სად და როგორ იპოვეთ.

- გუშინ მე და ჩემი ქმარი ვბრუნდებოდით სკოლიდან.

- ეეე. წამო, წამო... გავედით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი