იუმორი

ანეკდოტი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.11

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

შვილი ეკითხება მამას:

– რა არის პოლიტიკა?

მამა პასუხობს – ეს მარტივია:

1) მე მომაქვს სახლში ფული – ანუ მე კაპიტალიზმი ვარ.

2) დედაშენი იყენებს ამ ფულს – ანუ ის მთავრობაა.

3) პაპაშენი ცდილობს, რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყოს – გამოდის ის პროფკავშირია.

4) ჩვენი ძიძა გოგონა მუშათა კლასია.

5) ჩვენ ყველას გვინდა კეთილდღეობა – ანუ შენ ხარ ხალხი.

6) შენი პატარა ძმა, რომელიც პამპერსებს ატარებს ჩვენი მომავალია. გასაგებია?

ბავშვი – მოდი მამა ეს ღამე მაცალე და ხვალ დილას გეტყვი პასუხს. ღამით ბავშვი იღვიძებს იმიტომ რომ მისმა ძმამ ჩაისვარა და საშინლად კივის, რადგან თვითონ არ იცის, რა ქნას მიდის მშობლებთან საძინებელში, იქ კი მხოლოდ დედამისი წევს, რომელსაც ისე სძინავს, რომ არ ეღვიძება. მაშინ ბავშვი მიდის ძიძა გოგონას ოთახში და რას ხედავს მამამისი ძიძასთან წევს და პაპა კი ამ ყველაფერს ფანჯრიდან ჩუმად უყურებს… ყველა ისე არის თავის საქმით დაკავებული, რომ ბავშვს ვერ ამჩნევენ. ამიტომ ბიჭი უკან ბრუნდება და იძინებს.

მეორე დღე. მამა – შეგიძლია თუ არა ამიხსნა რა არის პოლიტიკა?

შვილი: კი, კაპიტალიზმი „ხმარობს“ მუშათა კლასს, პროფკავშირი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებს. მთავრობას მაგრად სძინავს. ხალხი სრულიად იგნორირებულია. მომავალი კი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ქაქშია. აი, ეს არის პოლიტიკა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...