იუმორი

ანეკდოტები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.03, 2023 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

გურულს ჰკითხეს, ყველაზე საშიში ტყვია რომელიაო.

– მაი, იგია, ქალია! მოგხდება თვალში, დაგჭრის გულში, აზიანებს ნერვებს და ასუფთავებს ჯიბეს!

* * *

იცოდეთ, რომ კუჭი ტვინზე ჭკვიანია? კუჭი როცა ცარიელია, გატყობინებთ, მაგრამ ტვინი – არა.

* * *

სომეხი ქუჩაში მიდის და დაინახავს ბორდელს. გადაწყვეტს, შევიდეს. შედის და იქ ორ კარს ხედავს. ერთზე აწერია „სომხები”, მეორეზე „რუსები”.

როგორც ჭეშმარიტი სომეხი პირველ კარს ირჩევს. შედის ოთახში, იქაც ორი კარი დახვდება წარწერებით:

„გამხდრები“ და „მსუქნები“.

სომეხი მსუქნებს ირჩევს. შედის ისევ ოთახში და ისევ ორი კარი ხვდება:

„შავგვრემნები“, „ქერათმიანები“!

ირჩევს შავგვრემნებს, შედის და ისევ ორი კარი ხვდება.

ერთზე აწერია „ფულით“, მეორეზე „უფასოდ“!

როგორც ჭეშმარიტი სომეხი ირჩევს „უფასოს“...

აღებს კარს და ქუჩაში აღმოჩნდებაა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი