ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.07, 2022 წელი
ცოლი ქმარს:
– ეს ვინ ახალი „ლევანია“ შენს მობილურში?
– ახალი თანამშრომელია.
– ჰოო? დავრეკე და ძალიან სასიამოვნო ქალის ხმა აქვს იმ შენს „ლევანს“!
– ჯერ ერთი, კრეტინი ხარ. მეორეც, როცა შენ დარეკე, მეორე კრეტინმა აიღო ტელეფონი, რომ გაეგო, ვინ „ზურა“ გაჩნდა მისი ქმრის მობილურში.
***
სახლში მთვრალი მოვედი ღამის 2 საათზე და დედა მეორე ოთახიდან მიყვირის:
– შვილო, რა დაგივარდა?
– მაისური, დეე...
– ასეთი ხმა რატომ ჰქონდა?
– ვერ მოვასწარი გახდა, დეე.
***
– საყვარელო, პრობლემები მაქვს.
– არასდროს თქვა, „პრობლემები მაქვს“, თქვი „პრობლემები გვაქვს“.
– კარგი. ჩვენი მდივანი ჩვენგან ორსულადაა.
***
ორი კაცი მიდის გზაზე, ერთს დიდი წვერი აქვს, მეორეს – პატარა.
– ჭიჭიკია, რატომ აქვს იმას იმხელა წვერი?
– ცოლი მოუკვდა.
– მეორეს პატარა წვერი რომ აქვს?
– ხანდახან ეგეც ხმარობდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან