იუმორი

ანეკდოტები

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

იუმორი
დაკოპირებულია

თელავში ბავშვებმა მასწავლებელს ლურჯი ვეშაპი დაარქვეს – იგეთ საშინელ დავალებებს მარტო თამაში „ლურჯი ვეშაპი“ იძლევაო.

* * *

გურულმა პირველად დაინახა ბლანჟიანი კაცი და ეუბნება:

– აი პირი რეიზა გაქვს შემოხაზული, საჭმელს რომ არ დააცილო?

* * *

ცოლი ბრუნდება ღამის ცვლიდან. სამზარეულო ისეთი დასუფთავებული დახვდა, სულ ლაპლაპებს იქაურობა.

– ვაიმე, ძვირფასო, როგორ დაგისუფთავებია აქაურობა, საჭმელიც არ გიჭამია?

და ამ დროს თუთიყუში:

– კაი, ნათელა, აღარ უნდა ამდენი, მაგიდას მაინც ნუ გადაწმენდავ, მიხვდება ჩემი ალქაჯი ცოლი!

* * *

ცოლი და ქმარი უყურებენ საშინელებათა ფილმს. ეკრანზე გამოჩნდა ჯადოქარი.

ცოლი: უიმე, დედა!

ქმარი: იცანი, ხომ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი