იუმორი

ანეკდოტები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.11

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

სასტუმროში შედის ახალგაზრდა კაცი და ადმინისტრატორს ეკითხება:

ნომერი გაქვთ?

– კი.

ქალი უნდა ამოვიყვანო, რცხვენია, არავინ დამინახოსო და იქნებ კიბეზე შუქი ჩააქროთ.

– კი, ბატონო.

კარამდე არ მისული მოტრიალდა.

– იქნებ შემოსასვლელშიც ჩააქროთ.

– კი, ბატონო.

ისევ მოტრიალდა:

– ბარემ ფოიეშიც ჩააქრეთ, ოჯახის ქალია და არავინ დაინახოსო.

– დამანახე ერთი, თუ ძმა ხარ, ჩემი ცოლი ხომ არ შემოგყავს?

* * *

გურული გორშია გათხოვილი და სახლში მიუწერია: სამოთხეში გავთხოვდიო.

– ეგ როგორო?

– როგორ და ჩასაცმელი მე არ მაქვს, ფეხსაცმელი და საჭმელი. ვაშლია მარტო აქანე და აბა, რა ჰქვია ამასო.

* * *

ცოლმა ნოდარას ჰკითხა, სულ რამდენ ქალთან გეძინაო.

ნოდარამ: მარტო შენთან მეძინა, სხვებთან კი ვფხიზლობდიო.

ჰოდა, ახლა პალატაში ნოდარას ნახვის საათები 17-დან 20 საათამდეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა