იუმორი
ანეკდოტები
№34
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.08
ზესტაფონში თეატრი ისეთი სარემონტოა, ძილის წინ ოტელოც ლოცულობს და დეზდემონაც.
* * *
სვანს ტყუპები შეეძინა და ცოლს ეჩხუბა:
– მეორე ვისიაო.
* * *
წარწერა გურულის საფლავზე: „რაცხა არ მჭირს კაი ამბავი“.
* * *
სვანი ცხენზე იჯდა. უცებ ქარმა საიდანღაც გაზეთი ააფრიალა და ცხენს თვალებზე ააფარა. დამფრთხალი ცხენი გავარდა და სვანი ძირს გადმოაგდო.
გვერდებდამტვრეული სვანი ადგა, გაზეთი მოძებნა – რა ჯანდაბა ეწერა ასეთიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან