იუმორი

ანეკდოტები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.02

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

😄

ცოლი ეუბნება ქმარს:

– საყვარელო, ახლა ჟურნალში გახდომის ორი მეთოდი ამოვიკითხე! ერთია ყოველდღე თბილისიდან გორამდე ფეხით სიარული.

– სულ გაგიჟდი, ქალო? ამხელა მანძილს ფეხით რა გატარებს? და მეორე როგორია?

– ყოველდღიური სექსი ორი საათის განმავლობაში...

- უფ ... გორი აქვეა, შე ქალო!

 

😄

გურულმა, როგორც იქნა, დაარწმუნა კომისარიატის ექიმი, რომ მხედველობა არ უვარგოდა და იმ საღამოსვე კინოში შევიდა ახალი ამერიკული ფილმის სანახავად. ფილმი დაიწყო და, ჰოი, საოცრებავ, ეს ექიმი გვერდით არ უზის! გურული არ დაბნეულა, მიუბრუნდა ექიმს და ეკითხება:

– უკაცრავად, ბატონო, აი ავტობუსი ჩოხატაურში ხომ გეიარს?

😄

გურულმა „წყალკანალში“ დარეკა და ოპერატორს ეუბნება:

– ჩემო დაია, წუხელ გლახა სიზმარი ვნახე და წყალს გამოუშობ თუ შენ მოგიყვეო?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი