იუმორი

ამ ჩემმა ზათქი რომ არ ჰყოს გულმა

№37

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 22.09, 2022 წელი

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

„ზიზღის ანთია ჭიაკოკონა, –

გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი!

საქართველოა ახლა როგორიც!

– მე საქართველო არ მსურს ამგვარი!

გადაპოხილა ტვინით ქოჩორი!

ცაში ავარდა ნაღმით ჯარგვალი!

საქართველოა ახლა როგორიც! –

მე საქართველო არ მსურს ამგვარი!

ამ ჩემმა, ზათქი რომ არ ჰყოს, გულმა

(ცეცხლში ვითარცა ქვა

სკდება ფილთა), –

დროზე და მალე ვიხილო უნდა, –

მე საქართველო,

როგორიც მინდა!

ვინც ილხენს ახლა, –

უფრო ცოდოა, –

ვიდრე ის ბევრი, –

ახლა ვინც ტირის…

ამგვარში, –

დღეს რომ საქართველოა, –

არც სიცოცხლე ღირს

და არც სიკვდილი!”

მუხრან მაჭავარიანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი