ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

ავტორი: „თბილისელები“ 14:47 17.11, 2020 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 18 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამანაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1979 წლის 19 აგვისტოს, დილის ექვს საათსა და 15 წუთზე. პირად ცხოვრებაში არ უმართლებს და არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს. მაინტერესებს, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია და რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება?
პასუხი: დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას, მან მეტად უნდა გამოავლინოს დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა იყოს პატიოსანი მუშაკი. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მიუდგეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს და სხვებსაც დაუტოვოს არჩევნის უფლება. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და განაპირობებს მის ცხოვრებისეულ წარმატებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი