ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  22 - 28 აპრილი

№17

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.04

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

გაიზრდება აქტიური მოქმედებების სურვილი, თუმცა გარშემომყოფების მხრიდან შესაძლოა გადააწყდეთ წინააღმდეგობებს. კარგი დროა პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებისთვის. უეცარ სასიყვარულო კავშირებს კი ერიდეთ.

კურო ♉

თქვენი ენთუზიაზმი გადამდებად იმოქმედებს გარშემომყოფებზე. იღბლის იმედად ნუ გარისკავთ, რათა სახიფათო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებას გაგიწევენ ახლობლები. კარგი დროა მოგზაურობისთვის.

ტყუპები ♊

შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ღრმა სასიყვარულო გრძნობა ჩამოგიყალიბდებათ. კარგი დროა ძველი ჩანაფიქრების განსახორციელებლად, ახალი ნივთების შესაძენად, მოგზაურობისთვის, ექიმებთან ვიზიტისა და მკურნალობის დასაწყებად.

კირჩხიბი ♋

თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ბევრი რამის ერთდროულად შესრულება. სტაბილური საქორწინო ურთიერთობა და მშვიდი ოჯახური გარემო ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ და პროფესიულ ზრდას. კარგი დროა მოგზაურობებისა და მივლინებებისთვის.

ლომი ♌

გადახედეთ პრიორიტეტებს და დაისახეთ ზუსტი მიზნები. ეცადეთ დროულად გაარკვიოთ გაუგებრობები. ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ყველა გაუგებრობა ადვილად გაირკვევა. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა თავი აარიდოთ პრობლემებს.

ქალწული ♍

ინტენსიური შემოქმედებითი პერიოდია, რომელიც აღსავსე იქნება ახალი საქმეებით, ინტერესებითა და გართობით. მოგებას მოგიტანთ პარტნიორებთან დადებული კონტრაქტები. სასიყვარულო ურთიერთობებში სჯობს ნაკლებად იეჭვიანოთ.

სასწორი ♎

მიზანდასახული, ენერგიული და ძალიან მობილური გახდებით, შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებასა და ახლების დაგეგმვას. მიუხედავად ამისა, შესაძლოა შეგექმნათ მოულოდნელი პრობლემები, რომელთათვისაც არ იქნებით მზად. ახალი რომანტიკული კავშირი მეტად ინტერესთა ერთიანობას დაეფუძნება, ვიდრე გრძნობებს.

მორიელი ♏

თქვენი ენერგოპოტენციალი მოიმატებს, რაც ხელს შეგიწყობთ მრავალი შეხვედრისა და მოლაპარაკების წარმართვაში. კარგი დროა ახალი გეგმებისა და საქმეების დასაწყებად. სასიყვარულო ურთიერთობისთვის დრო შესაძლოა არ გადარჩეთ, რაც პარტნიორის ეჭვსა და უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მშვილდოსანი ♐

რთულ სიტუაციებში ინტუიციას მიენდეთ. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. ნუ გადადებთ საქმეებს დასვენებისა და მხიარულების გამო. კარგი დროა ხანმოკლე რომანტიკული ან საქმიანი მოგზაურობისათვის.

თხის რქა ♑

შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვაში და მიზნების მიღწევაში. შესაძლოა გაიუმჯობესოთ ფინანსური და სოციალური მდგომარეობა. გადაადგილებები, ახალი იდეებით აღგავსებთ. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ არ დამალოთ ემოციები.

მერწყული ♒

პროფესიულ საქმეებში წარმატებისათვის დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ. შემოსავლის მიღება შესაძლოა დაგვიანდეს, თუმცა მატერიალური მდგომარეობა მთლიანობაში არ გაუარესდება. არ გადატვირთოთ ორგანიზმი.

თევზები ♓

თქვენი გრძნობები და სურვილები გამძაფრდება, ენერგია მოიმატებს და შრომისუნარიანობა დაუღალავი გახდება. ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად პერიოდულად შეისვენეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი