ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.04

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 17 იანვარს, საღამოს 10 საათსა და 35 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი და რომელი უცხო ქვეყანაა მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია; ტურიზმი, ქორეოგრაფია, სავაჭრო-სამაკლერო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, იურისპრუდენცია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება; გაზის ინდუსტრია; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი; სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფერო. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი უკეთესია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილო ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 13-დან 13:25 საათამდე. ვარ დიასახლისი. ვაპირებ, საბერძნეთში წავიდე სამუშაოდ. წარმატებული იქნება თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა და საერთოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის უფრო მისაღები და წარმატების მომტანი და რომელი ნაკლებად წარმატებული?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, საბერძნეთი, ნორვეგია და კუნძული სარდინია. მოერიდეთ ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს, ურუგვაის, პაკისტანს, ბანგლადეშსა და კუნძულ მალტას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი