ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№5

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.02, 2023 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: 1984 წლის 9 სექტემბერს დაბადებული, დასაოჯახებელი მამაკაცისთვის როგორი იქნება 2023 წელი სიყვარულისა და კარიერის თვალსაზრისით?

პასუხი: 2023 წელი ამ პიროვნებისთვის კარგია, რადგან კურდღლის წელი წარმატებების შანსს ნამდვილად აძლევს, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში. ქალწულის ზოდიაქოშია დაბადებული, ამიტომ არც ამ მხრივ იქნება ურიგო ეს წელი, მით უმეტეს, წინა წელთან შედარებით. მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ, მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. უცხოეთი აუცილებელია მისი განვითარებისა და წარმატებისთვის. სამშობლოში შესაძლოა, მეტი წინაღობისა და ბარიერის გადალახვა მოუწიოს. ამიტომ, უმჯობესია კონტაქტი უცხოეთთან. იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი სამშობლოში ცხოვრებას გაუიოლებს, სირთულეებსა და ბარიერებსაც ადვილად გადალახავს და პირად ურთიერთობებსაც მოიწესრიგებს. ასე რომ, ეს წელი მისთვის კარგია, უბრალოდ, საჭიროა კონტაქტი უცხოეთთან.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით, 13-დან 15 საათამდე. ვარ დიასახლისი. ვაპირებ სამუშაოდ წასვლას საბერძნეთში. წარმატებული იქნება თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა და საერთოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი, რომელი ნაკლებად წარმატებული?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ნორვეგია და საბერძნეთი. მოერიდეთ: ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს, ურუგვაის, პაკისტანს, ბანგლადეშსა და კუნძულ მალტას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი