ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.09, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 9 ივნისს, დილის 11 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?

პასუხი: თქვენ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან, მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები წაგადგებათ სასიკეთოდ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, დახარჯავთ ფულს ყაირათიანად, მეტ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. ასევე, იყავით მიზანდასახული, რომ შეგეძლოთ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს, სხვებსაც დემოკრატიული, თავისუფალი არჩევანის უფლება დაუტოვეთ, იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები, შეძელით, სადაც საჭიროა იმპროვიზებული მოქმედება. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი