ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.09, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 5 ივლისს, საღამოს 8 საათსა და 15 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზია, რადიო, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: ჩემი ბიჭი დაიბადა 2005 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე. მაინტერესებს, რომელი სფერო იქნება მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. პროფესიებიდან კი კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმე, პედაგოგიკა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო საქმე, პოლიტიკის ფართო სფერო, მათ შორის პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, იურისპრუდენცია; მედიცინიდან: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ასევე, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში თქვენს შვილს წარმატების დიდი შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 3 დეკემბერს, დილის საათებში, რომელ ასტროლოგიურ ნიშანთან მექნება სასურველი თანაცხოვრება და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა კუროსთან, რომელიც მოგიტანთ სტაბილურობას; ქალწულთან, რომლის გონებამახვილობა გაგიტაცებთ; მორიელთან, რომლის შინაგანი სიმტკიცე მიგიზიდავთ; თევზებთან, რომლის სირბილე და ემოციურობაც თქვენ გაკლიათ. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა იყოთ მაქსიმალისტი, არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. დაეყრდენით ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა. იყავით მიზანსწრაფული, სერიოზულად მიუდექით ნებისმიერ საქმეს და გაიორმაგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი წარმატების შანსი.

კითხვა: დავიბადე 1973 წლის 1 მაისს, დაახლოებით დილის 6 საათზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: აუცილებელია, ცხოვრებაში შეუპოვრობის, დისციპლინის, ორგანიზებულობის, მიზანსწრაფვის, მოთმინების, შრომისუნარიანობის გამოვლენა. იყავით მეტად პრაქტიკული. ნუ იქნებით ჯიუტი, ზარმაცი, უკონტროლო. ასევე, იყავით მეტად ფრთხილი. ყველგან და ყველაფერში უნდა იყოთ მაქსიმალურად წინდახედული. ეცადეთ, სტაბილური გახადოთ ცხოვრება – ოჯახში იქნება ეს თუ სამსახურში, სამეგობროსა თუ ნათესავთა წრეში, სადაც შეხვალთ, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ და არა დისჰარმონია და დეპრესია. ეს არის ის თვისებები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი