ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.06, 2022 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 14 ნოემბერს, დილის 7 საათსა და 25 წუთზე. მინდა უცხოეთში წასვლა და მუშაობა. თუ არის უცხოეთი ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და, კერძოდ, რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ, შეგიძლიათ, ძალები მოსინჯოთ. თუმცა, დიდ წარმატებებს ნუ ელით. ქვეყნებიდან კი მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, პაკისტანი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 19 სექტემბერს, დილის საათებში. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთი, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია და ავსტრია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი