ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.08, 2021 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 19 ნოემბერს, დილის საათებში. მინდა, უცხოეთში წავიდე და იქ ვიმუშაო. თუ არის უცხოეთი ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და, კერძოდ, რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ, შეგიძლიათ, თქვენი ძალები მოსინჯოთ. თუმცა, დიდ წარმატებებს ნუ ელით. ქვეყნებიდან კი მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, პაკისტანი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 5 მაისს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის მეტად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობისთვის და რომელს მოვერიდო?

პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობისთვის მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 1 მაისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი