ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.06, 2021 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

„თბილისელების“ შეკითხვებს პასუხობს მიხეილ ცაგარელი:

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 21 იანვარს, საღამოს 9 საათსა და 23 წუთზე. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?

პასუხი: მისთვის კარგია და მისაღები ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია. ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 1999 წლის 27 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები – კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 29 სექტემბერს. გთხოვთ მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი