ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი დაავადების მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამა თუ იმ ლითონის სამკაულის ტარებას

№17

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.05, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ყველა ქალს უყვარს სამკაულების ტარება. ზოგი ძვირფას ლითონებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი – უბრალო ბიჟუტერიას. რაც შეეხება ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, მათი ტარება საშიშია, რადგან მათ ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსი აქვთ და ამის გამო მათ არანაირი სამკურნალო და წარმატებების მომტანი თვისებები არ გააჩნიათ. მათი დიდხანს ტარება აჩლუნგებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი განცდებისა და ვნებების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებული სამკაულების ტარებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

ასტროლოგიური ქვები და ძვირფასი ლითონები კი თითოეული ადამიანისთვის ერთგვარი თილისმაა და, თუ სწორად შეარჩევთ იმ დღესაც, როცა მათი ტარება წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ, ცხოვრებაშიც უფრო მეტად გაგიმართლებთ და ამას ყოველდღიურად იგრძნობთ.

წარმატების მისაღწევად და იღბლის მოსაზიდად:

👉 ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ოქროს ტარება;

👉 მიწისა და წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა კი უმჯობესია, ვერცხლის სამკაული ატარონ.

👉თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, ტყუპების, კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, შეუძლიათ ატარონ როგორც ვერცხლის, ასევე, ოქროს სამკაულები.

კოსმიური ენერგიის წყალობით, ყველა ასტროლოგიური ქვა აღადგენს და აბალანსებს ჰარმონიას ბუნებასა და ადამიანს შორის. მისი ტარება ადამიანს ძალასა და სიმტკიცეს ანიჭებს, მიწიერი ვნებების ხიფათიან გზაზე და გვევლინება არა მარტო როგორც თილისმა, არამედ, როგორც მკურნალი.

ასე რომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატებების მიღწევა, თავისი შესაბამისი ასტროლოგიური ქვისა და ლითონის ტარებით. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ დღეს თავისი მფარველი ასტროლოგიური ქვა მართავს და ამ მინერალების ტარება სწორედ იმ დღეს გაცილებით მეტად სასიკეთოა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი დაავადების მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამა თუ იმ ლითონის ტარებას. მაგალითად:

* თუ მაღალი წნევები გაწუხებთ, გაქვთ ნევროზი და ფსიქიკური აშლილობა, მოერიდეთ ოქროს სამკაულების ტარებას;

* ვერცხლი, იმ ადამიანებმა უნდა ატარონ, ვინც დაძაბულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან, უძილობა და თავის ტვინის დაავადებები აწუხებთ. ამ ლითონის ტარებას, უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ხშირად ემართებათ რესპირატორული დაავადებები, ანუ იმათ, ვისაც ორგანიზმის საერთო იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.

კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ლითონისა თუ ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ადამიანზე დადებითად მოქმედებს, შეარჩიეთ შესაბამისი სამკაული და თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ.

გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემების და ბარიერების გადალახვას.

და თუ გეცოდინებათ, კონკრეტული კვირის დღეს რომელი ქვის ტარებაა კარგი, მაშინ წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ და ხელიც მოგემართებათ ცხოვრებაში.

ორშაბათს კარგია, ატაროთ საფირონი, ლითონებიდან კი – ვერცხლი.

სამშაბათს კარგია იასპისა და ოპალის ქვები, ლითონიდან კი ფოლადია სასურველი.

ოთხშაბათს შეესაბამება ქალცედონი, მწვანე ძოწი და სარდონიქსი. ამ ასტროლოგიური ქვების ტარება წარმატებასაც მოგიტანთ და ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. ლითონების ტარება კი არ არის სასურველი, უმჯობესია, ხისგან დამზადებული სამკაულები ატაროთ.

ხუთშაბათს კარგია ტოპაზი და ამეთვისტო ატაროთ, ლითონებიდან კი – მელქიორისგან დამზადებული სამკაული, თან, რაც შეიძლება დიდი და თვალშისაცემი, რომ ცუდი მზერა მათკენ იყოს მიმართული და თქვენ აგცდეთ.

პარასკევს უმჯობესია ქრიზოლითისა ან აქატის ტარება, ლითონიდან კი უპირატესობა სპილენძს მიანიჭეთ.

შაბათს შეესაბამება მწვანე ქრიზოპრაზი და იაგუნდი. ლითონებიდან კი – კალისგან დამზადებული სამკაული.

კვირას წარმატებების მომტანია ლალი და ქარვა, ლითონებიდან კი – უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ოქროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი