ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა დაიცვათ საცხოვრებელი სახლი ნეგატიური ადამიანებისგან

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.01

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

სახლის დაცვა შურიანი, დეპრესიული და ნეგატიური ენერგიის მქონე ადამიანებისგან კარიდან უნდა დაიწყოთ. ამისთვის სახლის კარზე დაამაგრეთ ნალი. ის კარგად ებრძვის ავ თვალს და მას სახლში არ უშვებს. ასევე, კარგია, თუ შემოსასვლელში ეკლიან ქოთნის ყვავილს დადგამთ და ეცადეთ, თქვენი გასაღების აცმა შურიანი ადამიანების მზერას მოარიდოთ.  

🔹შესასვლელში დაკიდეთ ზარები და „ქარის მუსიკა“, რადგან მათი ჟღარუნი ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს და წმენდს დაბინძურებულ აურას, რაც სახლში, სწორედ, ამ ადგილას გროვდება. კრისტალი კი, ყველაზე ძლიერი თილისმაა. ის ნებისმიერ უარყოფით ენერგიას ანეიტრალებს. ასხივებს დადებით ენერგიას და ებრძვის კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ძალებს. ხშირად გაიტანეთ კრისტალი მზეზე, რათა ის კოსმოსიდან წამოსული პოზიტიური ენერგიით აივსოს და შემდეგ თავის ადგილზე დააბრუნეთ. ამით ოჯახში მზისა და კოსმოსის პოზიტიურ ენერგიებს შეიტანთ.

საჭიროა იცოდეთ, საიდან შემოედინება სახლში დადებითი ენერგია და გაედინება უარყოფითი. მაგალითად: სანამ ახალი მთვარე ცის კაბადონზე გამოანათებს, ის რკალის სახით ჩნდება. ამ დროს მთვარეს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანებზე. ამ პერიოდში აუცილებელია არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება, ასევე, არასაიმედო ადამიანებისგან თავის დაღწევა. როცა ცაზე ახალი მთვარის რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება და შრომისუნარიანობა იკლებს. ამ დროს იმუნიტეტიც ქვეითდება. დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა კი იზრდება.

🔹მზარდი მთვარის პერიოდში კარგია რომანტიკული შეხვედრები, ეს დღეები, ასევე, იღბლიანი და წარმატებების მომტანია საქმიან სფეროშიც. ამ დროს მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ გარემოებების მიმართ. დაუშვებელია კონფლიქტები, მოუთმენლობა და სულსწრაფობა. ამ პერიოდში იზრდება ემოციურობა და ეცადეთ, საკუთარი ქცევა კიდევ უფრო მეტად აკონტროლოთ;
🔹როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს, ამ დროს საგრძნობლად იმატებს ენერგია. ადვილად გადაწყვეტთ ცხოვრებისეულ პრობლემებს, ოღონდ თამამად უნდა იმოქმედოთ;
🔹სავსემთვარეობის პერიოდში ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს. ამ პერიოდში დიდია ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეცადეთ, ეს დრო მშვიდად და წინდახედულად განვლოთ. სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს;
სავსე მთვარის პერიოდი, შეძლებისდაგვარად, სახლში, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. ეცადეთ, გაერთოთ და დაისვენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

1-7 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს