ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის გცდით და გიმზადებთ ბედისწერა დიდ სიურპრიზს და ელის თქვენგან გამოწვევას

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.03

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ადამიანის ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას. რაც შეეხება ბედის შეცვლას, მისი შეცვლა კი არა, კორექცია ხდება. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ ცვლილებები, რაც ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება. თუმცა, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით. ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში“ ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი შეიძლება, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას წინ ვერავინ აღუდგება. თუმცა თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, ძალები სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ. თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ შეიცვალეთ კურსი. ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად არა. ამას თქვენ გარდა ვერავინ მიხვდება. უნდა დაფიქრდეთ, შეიცვალოთ სფერო და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, პროფესია თქვენი კარმისა და ზოდიაქოს მიხედვით უნდა აირჩიოთ. ბედისწერა კი ხელს შეგიწყობთ, რომ ბედმაც გაგიღიმოთ და კარმული თვალსაზრისითაც გაგიმართლოთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ბედისწერის კორექტირებაში ასტროლოგიურ ქვებსაც შეუძლიათ დახმარება. მათ დიდი ენერგია აქვთ. ქვასთან შეხებისას ეს ენერგია ადამიანის სხეულზე გადადის და სამკურნალო-მაგიური თვისებებით გამოირჩევა. ისინი მფლობელს ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან იცავენ, არიდებენ შესაძლო საფრთხეებს, კურნავენ სხვადასხვა დაავადებისაგან, მოაქვთ წარმატება და აღადგენენ დარღვეულ ბიოველს. ამისთვის კი აუცილებელია, ისეთი ქვა შეარჩიოთ, რომლის ენერგიის ნაკლებობაცაა თქვენს ორგანიზმსა და ბიოველში. მაგალითად:

* მალაქიტი მფლობელს სხვადასხვა სახის უბედურებისგან იცავს, აქვს უნარი, შთანთქოს უარყოფითი ენერგია და ორგანიზმში ფიზიკურ-ემოციური ჰარმონია შექმნას;

* მთის ბროლი ახორცებს და კურნავს ჭრილობებს;

* იოდის უკმარისობისას ქარვის მძივის ტარება დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. მას პატრონისთვის ფიზიკური სიძლიერე, სულიერი სიმხნევე, იღბლიანობა და ჯანმრთელობა მოაქვს. ქარვას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, არეგულირებს არტერიულ წნევას;

* ზურმუხტი ქალებისა და ბავშვების ქვაა, იცავს მათ და აძლიერებს;

* ოპალი ბევრ დაავადებას კურნავს და ადამიანს დადებითი ენერგეტიკით ავსებს;

* ობსიდიანს წარმატება მოაქვს. ის კურნავს თირკმელებს, ღვიძლს. ხელს უწყობს წონის კლებას, ასტაბილურებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე;

* წითელი იასპი მფლობელს ენერგიას მატებს. ცივი ფერების მქონე იასპი ადამიანს სიბრძნესა და მომავლის განჭვრეტის უნარს სძენს. უბედურების ჟამს კი სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში ეხმარება;

* სერდოლიკი აუმჯობესებს განწყობას, მოაქვს წარმატება და სიმდიდრე;

* აქატი იცავს ფსიქიკას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მფლობელს სძენს გარშემო მყოფთა კეთილგანწყობას, ეხმარება ბრონქებსა და ლიმფურ კვანძებს;

* ამეთვისტო აძლიერებს ინტუიციას. მფლობელს იცავს ნეგატივისგან, მატებს გამბედაობასა და სიძლიერეს;

* ციტრონი ფინანსური და კარიერული წარმატების მომტანია. აძლიერებს თავდაჯერებულობას, არეგულირებს ენდოკრინოლოგიური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

გაითვალისწინეთ, ალმასი ძლიერი ენერგეტიკის მქონე ძვირფასი ქვაა, ამიტომ მისი რეგულარული ტარება მაღალი წნევის მქონე ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი