ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მინიშნებებს გაძლევთ პირადი რიცხვის გამოთვლა

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.01, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ნუმეროლოგია განსაზღვრავს ადამიანის პირად რიცხვს, რაც საშუალებას გაძლევთ, ამოიცნოთ თქვენი იდეალური პარტნიორი, გაარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად როგორც მას, ასევე, თქვენს ფანტაზიებს. ასე რომ, შეგიძლიათ გამოთვალოთ პირადი ციფრი, რომელიც თქვენსავე სასიყვარულო თუ სექსუალურ ურთიერთობებზე მოგცემთ მინიშნებებს.

პირადი რიცხვის განსაზღვრის სისტემა, რომელიც ახასიათებს პიროვნებას და მოქმედებს ცხოვრების ციკლზე, უნდა გამოთვალოთ დაბადების თარიღის მიხედვით. მიღებული რიცხვი განსაზღვრავს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებს, რითაც კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ პირად ცხოვრებაში. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 15, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 5 და მიიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვია 6. მაგრამ, თუ შეკრების შემდეგ ისევე ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მაგალითად: 29 = 2+9=11, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 1 და მიიღებთ 2-ს, რომელიც თქვენი პირადი რიცხვი იქნება. თუ უკვე შეკრიბეთ რიცხვები, მაშინ დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რეკომენდაციებს.

1 – სიყვარულში შეუდარებელი ხართ. გიყვართ ლიდერობა და პირველობის სურვილი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. თქვენი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ რჩება. ეგოიზმი კი ურთიერთობებს გირთულებთ. გიყვართ პაემანი მდიდრულ გარემოში. სიყვარულში უპირატესობა გამოცდილ პარტნიორს მიანიჭეთ.

2 – ემოციური ხართ და ეს ხშირად გიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. თუ ვინმე გიყვართ, გიყვართ მთელი არსებით. თუმცა, ხშირად რისკავთ და თქვენს სიყვარულს სასწორზე დებთ.

3 – საწოლში მაქსიმალურად იხარჯებით, თუმცა შესაძლოა, საყვარელ ადამიანს საუბრის დროს ხშირად სტკენდეთ გულს. ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებთან ფლირტს ნუ გააბამთ. გირჩევთ ურთიერთობას მეტად რეალისტ და პრაქტიკულ ადამიანებთან. დააფასეთ საკუთარი თავი და იყავით მეტად დამოუკიდებელი.

4 – თქვენს ვნებას ბევრი ვერ უძლებს. რომანტიკული ბუნებით არაერთ ადამიანს მოხიბლავთ. გიყვართ სასიყვარულო-სტაბილური ურთიერთობები. არ მოთოკოთ გრძნობები. ხშირად დიდ სიყვარულს მეგობრულ წრეში ეძებთ. ქვეცნობიერად კი ყოველთვის გიზიდავთ ის, რაც აკრძალულია.

5 – თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები თავგადასავლებით არის სავსე. ცვალებადი ხასიათის გამო, სიყვარულში ხშირად ახალ პარტნიორს ეძებთ. მოუთმენელი ბუნების გამო, სიყვარულში არ გიმართლებთ. უმჯობესია, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. გიყვართ, როცა საყვარელ ადამიანს ემორჩილებით და მის წინაშე ვნებას არ ფარავთ. ხშირია მასთან მოულოდნელი შეხვედრები.

6 – როცა გიყვართ, თვალები სხვანაირად გიბრწყინავთ. ამ დროს მეტად ხელგაშლილი და მზრუნველი ხართ. გესმით სექსის ხელოვნება. მოქმედებთ გრძნობით და არა გონებით, რის გამოც სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ. აუცილებლად მგრძნობიარე პარტნიორზე გააკეთეთ არჩევანი, ოღონდ ისეთზე, რომელიც არ ჩქარობს და რომანტიკულია.

7 – ხშირად ცდებით სასიყვარულო პარტნიორის არჩევის დროს. არ იქნება ურიგო, თუ თავიდან დაიცავთ დისტანციას, კარგად დააკვირდებით და შემდეგ გაიხსნებით მასთან. ვერ აიტანთ, თუ საყვარელი ადამიანი კარიერაში შეგიშლით ხელს. იმდენად ეთაყვანებით თქვენს სხეულს, რომ ხშირად თავადვე რჩებით მოტყუებული.

8 – ადვილად შეგიძლიათ მოხიბლოთ ადამიანი. არასდროს დამალოთ თქვენი ხიბლი. გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებთ. თქვენთვის სექსი მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალებაა. ცხოვრებაში ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები მრავლად გექნებათ.

9 – ცდილობთ, ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანს. სექსუალურ ცხოვრებაში ძლიერ პარტნიორს აფასებთ. საჭიროა, მან ხშირად შეგახსენოთ, რომ შეუდარებელი ხართ. სიყვარულში ხან სუსტი ხართ, ხან ძლიერი, არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრად ინტელექტუალურ და დახვეწილ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი