ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გრძნობებს აღძრავს ადამიანებში სახლში არსებული საგნები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.06, 2021 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ჩვენს საცხოვრებელ სახლში თითოეული საგანი გარემოცულია თავისი აურით, რომელიც ჩვენს აურაზეც მოქმედებს. როცა საგნებისა და ადამიანების ველები ერთმანეთს ვერ „უთანხმდება“, ანუ მათი აურა საპირისპიროა, მაშინ ესა თუ ის ნივთი გაღიზიანებთ, ხოლო, თუ „თანხმობაა“, ის მიმზიდველი და სასიამოვნო გეჩვენებათ.

ზოგადად, საგნების აურა, ადამიანს სივრცის ნაწილს ართმევს. სიხარბე ყველაზე მეტად სჯის თვით მესაკუთრეს, რომელსაც საგნებიდან მათში დაგროვილი უარყოფითი ენერგეტიკა გადაეცემა. ადამიანის ნებისმიერი შეხება საგნებთან ენერგეტიკულ კვალს ტოვებს. ამიტომ, უმჯობესია, თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებისგან საჩუქარი არ მიიღოთ.

ნებისმიერ სახლში არის ისეთი საგნები, რომლებსაც დადებითი ენერგეტიკა აქვს და, შესაბამისად, ადამიანებშიც დადებით და პოზიტიურ ენერგიებს აღძრავს. თუმცა, ეს მხოლოდ ავეჯი არ არის.

▶️ბინების ინტერიერის გასაფორმებლად, რატომღაც, იშვიათად ვიყენებთ ფოტოსურათებს. არადა, ეს შესანიშნავი საშუალებაა, გამოვკვეთოთ ჩვენი ხასიათი. თუ, რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული.

თუ მაინცდამაინც ფოტოგენური არ ხართ, მაინც მოძებნით ისეთ სურათს, სადაც შედარებით კარგად გამოიყურებით. კარგი იქნება თუ ამ ფოტოს ჩასვამთ ჩარჩოში და კედელზე დაკიდებთ ან თაროზე მოათავსებთ.

▶️ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ სად დაკიდებთ ან დადებთ ჩარჩოში ჩასმულ სურათს. ყურადღება თავად ჩარჩოსაც უნდა მიაქციოთ. ის სურათს არა მარტო ფერით, სტრუქტურითაც უნდა ესადაგებოდეს. უმჯობესია, ის დაკიდოთ სარკის მარჯვნივ, რასაკვირველია, თუ მისაღებში ასეთი დიდი სარკე გაქვთ. თუ სურათის დადება სამუშაო მაგიდაზე გსურთ, მაშინ მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მიუჩინეთ, რადგან ეს ასტროლოგიაში ურთიერთობის ზონად მოიაზრება.

▶️სკულპტურული გამოსახულებები და ნახატები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოვებს. ამიტომ, აუცილებელია, შევიგრძნოთ, რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა შინაგანი სამყაროს ჩვენეულ აღქმას. წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე.

სურათები სახლის შესაბამის ზონებში მოათავსეთ, იმის მიხედვით, თუ რა არის ზედ გამოსახული. თუ თქვენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები გიზიდავთ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, რომ ძალიან აგრესიულად გამოიყურებოდეს. ეს არა მხოლოდ თვითრწმენასა და ძალას შეგმატებთ, არამედ სახლის შემოსასვლელში მისი ჩამოკიდებით ის დამცველი ტოტემის როლსაც შეითავსებს.

▶️ყვავილებისა და პეპლების გამოსახულებიანი ფოტო, ფარდა ან შპალერი ადამიანებს რომანტიკულ განწყობას უქმნის, ასევე, ურთიერთობის სტაბილურობას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მეუღლესთან ან სასიყვარულო პარტნიორთან გარკვეული პრობლემები გაქვთ, ეს რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ. არ ვარგა გამხმარი ყვავილებისა და პეპლების სახლში შენახვა, მით უმეტეს, მათი ჩარჩოში ჩასმა და კედელზე დაკიდება ან მაგიდაზე დადგმა. აი, ნაჭერზე ამოქარგული ან საღებავებით მოხატული სურათის ჩარჩოში ჩასმა და მისაღებ ოთახში ჩამოკიდება კი ძალიან კარგია.

გირჩევთ, თავიდან მოიშოროთ ის საგნები, რომლებიც უარყოფით ემოციებს აღძრავს თქვენში. ასევე, ხშირად შეუცვალეთ ოთახში ადგილი ავეჯსა და საგნებს.

თუ რომელიმე საგანი ან ავეჯი თქვენში ცუდ მოგონებებს აღძრავს, ის არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ, უბრალოდ, გადააგდეთ ან გააჩუქეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი