ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ქოთნის მცენარეები ადამიანთა სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე

№21

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:01 27.05

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ქოთნის ყვავილები არა მარტო ოთახებს, აივანსა თუ ეზოს ალამაზებს და წმენდს გარემოს ენერგიას, არამედ დიდწილად განაპირობებს თქვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას.

დღეს ბევრი ყიდულობს ქოთნის ყვავილებს, თუმცა, მორწყვის გარდა, მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი, რათა მცენარემ ანალოგიურად გიპასუხოთ და დადებითი ენერგია უკან დაგიბრუნოთ. ქოთნის მცენარეები წმენდენ ჰაერს და შთანთქავენ უარყოფით ენერგიას.

ზოგადად, მცენარეებს ძალიან რთული აურა აქვთ. შესაბამისად, რაც უფრო მეტად შეეხამება თქვენი და მცენარის აურა ერთმანეთს, მით ეფექტური და დადებითი იქნება თქვენი თანაცხოვრებაც.

საჭიროა, მცენარეები მათი დანიშნულების მიხედვით შეარჩიოთ:

საძინებელი ოთახისთვის – ლავანდა. მისი სურნელი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება ადამიანს დაძინებაში. ყვავილის ყველა სახეობას შორის ფრანგული ლავანდა სწორედ ის სახეობაა, რომელიც საუკეთესოდ იზრდება ბინაში. თუ გინდათ, გარანტირებული გქონდეთ მშვიდი ძილი, დადგით ქოთანი საძინებლის მზიან ადგილას და რეგულარულად მორწყით.

სასტუმრო ოთახისთვის ფულის ხე იდეალურია. დადგით ის გამოსაჩენ ადგილას, ხშირად ეჩურჩულეთ და მიეფერეთ. გარშემო კი ხურდა ფული შემოულაგეთ და ის თქვენი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

სამუშაო კაბინეტისთვის ოთახის მცენარეები და კერძოდ, სანსევიერია აუცილებელია. ის ჟანგბადს გამოყოფს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინის მუშაობას, ადამიანს ეხმარება კონცენტრაციასა და დაღლილობასთან ბრძოლაში.

სასადილო ოთახისთვის იდეალური მცენარეა დრაცენა სანდერა, იგივე „ბედნიერების ბამბუკი“. მას მხოლოდ მზის შუქი, წყლით სავსე ჭურჭელი და ქვები სჭირდება, სამაგიეროდ, აქტიურად უწყობს ხელს ადამიანების ბედნიერებას.

სააბაზანო ოთახის გამწვანებისთვის საუკეთესო მცენარეა გვიმრა. ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და დადებით ენერგეტიკას ასხივებს.

არსებობს სანელებლის დეკორატიული მცენარე-ბალახები, რომლებიც სახლის პირობებში იზრდებიან. არ არსებობს სამზარეულოსთვის უფრო უკეთესი მცენარე, ვიდრე ისინი, რომელთა კულინარიაში გამოყენებაც შესაძლებელია.

ალოე კი ის მცენარეა, რომელიც ლოჯიაში აუცილებლად უნდა გაახაროთ. ის სახლში უარყოფით ენერგიას არ უშვებს და პასუხს აგებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

თუ გეცოდინებათ, რომელი მცენარეა სახლში საშიში და რომელი – თქვენთვის სიკეთის მომტანი, მაშინ ადვილად დააღწევთ თავს პრობლემებს და პირიქით, ბედნიერი, ენერგიული და წარმატებული გახდებით. მაგალითად:

* სურო იზიდავს სხვადასხვა ავადმყოფობას და ხელს უწყობს ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას. მისი გაჩერება არა მარტო სახლში, ოფისებშიც არ არის რეკომენდებული;

* არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ მცენარე მონსტერა საძინებელში ან საბავშვო ოთახში. ის ისრუტავს როგორც უარყოფით, ისე დადებით ენერგიას;

* ბეგონია მცენარე-ვამპირია. ის ისრუტავს უარყოფით და დადებით ენერგიას, თუმცა ცოტა ხანში უკან მხოლოდ დადებითს დაგიბრუნებთ;

* ორქიდეამ კი შეიძლება, მთელი თქვენი დადებითი ენერგია შთანთქას. ის განსაკუთრებით აქტიურდება ღამის საათებში და გამთენიისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი