ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს დაბადების წელი ადამიანის პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.04, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველები „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებული ადამიანები არიან. ისინი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, თავისი სასიყვარულო საიდუმლოებებით აჯადოებენ. შესწევთ უნარი, ადამიანს თავი დააკარგვინონ. ამ ნიშნით დაბადებულები ლოდინის ტაქტიკას მიმართავენ და არ ჩქარობენ. ხშირად უპირატესობას პლატონურ სიყვარულსაც კი ანიჭებენ. მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე სხვებზე მეტად სჭირდებათ. თუ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, აგრესიულები და ფეთქებადები ხდებიან. ყველა პრობლემის გადაწყვეტისას თავისებურ „ხრიკებს“ მიმართავენ, კერძოდ: ჭირვეულობას, ცრემლებს ან ისტერიკას. „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებულები შეუდარებელნი არიან ქორწინებაში, თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ მათ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში უწევთ ცხოვრება.

„ვეფხვის“, „ცხენისა“, და „ძაღლის“ წლებში დაბადებული ადამიანები მეტად რომანტიკულები, კარგი მეუღლეები და სასიყვარულო პარტნიორები არიან. გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და მანერებით. აქვთ ინტელექტი, რაც ხელს უწყობს მათ წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ისინი არ კმაყოფილდებიან მიღწეულით და ცდილობენ, უფრო წინ წავიდნენ და მეტი მიიღონ. სანამ საწადელს მიაღწევენ, ცხოვრებაში შესაძლოა, ბევრი განსაცდელიც ნახონ. მათ სასიყვარულო ვნებას ყველა ვერ უძლებს და ვერც ანალოგიურად პასუხობენ. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ოჯახისთვის არიან შექმნილნი და ხშირად კარიერასა და ოჯახს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ცდილობენ იდეალური სექსუალური პარტნიორისა და მეორე ნახევრის პოვნას.

„ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულებს დიდი ნებისყოფა აქვთ. ძნელად მოიძებნება საპირისპირო სექსის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. ბუნებით ცვალებადები არიან. თავდავიწყებით იბრძვიან სიყვარულისთვის და ამიტომ რჩეულის ცუდ თვისებებსა და ნაკლოვანებებს ვეღარ ხედავენ. ოჯახში ცდილობენ, ლიდერის პოზიცია დაიკავონ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ამავე დროს კი – ერთმანეთს შეუთავსონ ძლიერი ოჯახი, ბედნიერი მეუღლეობა და წარმატებული კარიერა.

„კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებულები ამოუცნობ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან. მათი გარეგნული სიმშვიდის მიღმა საპირისპირო სექსზე ბატონობის უნარი იმალება. ბუნებით თავისუფლები არიან, არ უყვართ, როცა სასიყვარულო პარტნიორი მათ რაიმეს უკრძალავს. საყვარელი ადამიანების მიმართ სექსუალურები და თბილები არიან. მათ გამო მსხვერპლსაც კი გაიღებენ. ქორწინებაში სხვებზე მეტად შეუძლიათ გრძნობების შენარჩუნება და ინტიმურ სფეროში იდეალური ჰარმონიის შექმნა.

ასტროლოგიაში არსებობს ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რომელიც ენერგეტიკულად ძალიან სუსტია, ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაში არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ ამ სტრუქტურის ცოდნა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, რომ ადამიანებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი ჩამოყალიბდეს, მოწესრიგდეს ინტიმური კავშირი. კონკრეტულ წელში დაბადებული ადამიანების ნიშან-თვისებების ცოდნა და გათვალისწინება დაგეხმარებათ, მათთან ურთიერთობის დროს ზედმეტ პრობლემებს აარიდოთ თავი და გაიადვილოთ მათთან ურთიერთობა.

* „ვირთხა“, „ხარი“, „ტახი“ – გამოირჩევა დაბალი მგრძნობელობით. ისინი შრომობენ თავდაუზოგავად და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. ხშირად სენტიმენტალობაც ახასიათებთ, თუმცა, გადაწყვეტილებების მიღების დროს, მათგან თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეთ.

* „გველი“, „ცხენი“, „თხა“ – გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ჰუმანურობით. მათ რცხვენიათ საკუთარი ემოციის სააშკარაოზე გამოტანა, ცდილობენ, გარშემო მყოფებს რკინის ადამიანებად მოაჩვენონ თავი. ნუ დაიჯერებთ ამას, რადგან მათი გულის მოლბობა და დაყოლიება ძალიან ადვილია.

* „მაიმუნი“, „მამალი“, „ძაღლი“ – ხშირად ცდილობენ, მოუხერხებელი და მეოცნებე ადამიანების როლი ითამაშონ. სინამდვილეში კი, მათ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება და ნებისმიერ სფეროში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ. ეს თვისებები კი ოჯახური თანაცხოვრების დროს მეტად მნიშვნელოვანია.

* „ვეფხვი“, „კატა“, „დრაკონი“ – მეოცნებეები არიან. ისინი მხოლოდ სიტყვიერად, აზრის საშუალებით მოქმედებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა