ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 6 - 12 თებერვალი

№6

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.02, 2023 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებენ ახლობლები და მეგობრები, მაგრამ მათ ურთიერთობებში ნუ ჩაერევით. გარკვეული გარემოებები გამოცდას მოუწყობს თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის ურთიერთობას. კარგი პერიოდია გადაადგილებებისა და ახლო მოგზაურობისთვის.

კურო ♉

არახელსაყრელი დროა დიდი ფინანსური გარიგებებისა და ოპერაციებისათვის. ფინანსურ საკითხებში არასტაბილურობა, დაძაბავს თქვენს ურთიერთობას სასიყვარულო და საოჯახო პარტნიორებთან. თავისუფალი დრო სასურველია სპორტს დაუთმოთ.

ტყუპები ♊

ექსტრემალური სიტუაციები შეგმატებთ გამოცდილებას და თქვენს გამჭრიახობასა და პროფესიონალიზმს გაზრდის. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ. პირადი ურთიერთობებში გაუგებრობები, გუნება-განწყობის ცვალებადობაზე აისახება.

კირჩხიბი ♋

ფინანსურ სფეროში დიდ ცვლილებებს ჯერ ნუ ელით, თუმცა შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ ახალ პერსპექტიულ პროექტს. ახლობლებისათვის სიხარულისა მინიჭება დიდ სიამოვნებას მოგგვრით. პირად ურთიერთობებში, არაა გამორიცხული საკამათო სიტუაციები და გაურკვევლობა.

ლომი ♌

მოიმატებს შრომისუნარიანობა და შედეგიც კარგი გექნებათ. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. ახალი გაცნობილი ადამიანები დაგეხმარებიან დამატებითი შემოსავლის მიღებაში. მოგზაურობისას, ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიძენთ.

ქალწული ♍

მოერიდეთ ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებს და ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული. პირად ცხოვრებაში გაუგებრობები ადვილად მოგვარდება, თუ ზედმეტად ემოციური არ იქნებით. მეტი სიფრთხილე კი გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ და მოგზაურობისას.

სასწორი ♎

არა ერთ პრობლემას მოაგვარებთ. კარგი იქნება თუ განთავისუფლდებით უნაყოფო კავშირებისა და ნივთებისაგან. ენერგიული განწყობა და კოლეგებთან კონტაქტი პროფესიონალურ ზრდაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

მორიელი ♏

სასიყვარულო ურთიერთობა ან სამუდამოდ გამყარდება, ან სრულიად განელდება. ბევრ ხალხთან ურთიერთობა, დაგირღვევთ სიმყუდროვეს და არ მოგცემთ მშვიდად ფიქრის საშუალებას. ემოციებისაგან დასასვენებლად კარგი იქნება ქალაქგარეთ გამგზავრება და დასვენება.

მშვილდოსანი ♐

სასიყვარულო სფეროში ცვლილებები არაა რეკომენდებული. თავი აარიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოსა და ვარჯიშებს, რათა არ დაშავდეთ. შორეული მოგზაურობა, ან მივლინება სჯობს გადადოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთანაც.

თხის რქა ♑

ფინანსური გარიგებებისათვის არახელსაყრელი დროა, რადგან შესაძლოა დანაკარგი განიცადოთ. თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. გადაადგილებებისას კი ფრთხილად იყავით რათა არ დაშავდეთ.

მერწყული ♒

ჩანაფიქრების განხორციელების დროა. ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს. ახალი კავშირები, სასიკეთოდ წაადგება თქვენს მომავალს. ახალი საქმე, ან ერთობლივი პროექტი კი მომგებიანი და გრძელვადიანი აღმოჩნდება. მოგზაურობაში, მაღალია მომავალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ალბათობა.

თევზები ♓

დაქვეითებული ენერგია სრულფასოვნად მოქმედების საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დროა ინდივიდუალური შემოქმედებითი მუშაობისათვის. რისკი და მოგზაურობები ამ პერიოდში გაუმართლებელია. ცხოვრებაში არსებული გაუგებრობები, შეიძლება აისახოს სიზმრებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი