კვირის პროგნოზი 31 მარტი - 6 აპრილი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.03

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
წარმატების მისაღწევად, მოგიწევთ დათმობაზე წასვლა და ახალი მეთოდების მოფიქრება, მაგრამ შედეგი გაამართლებს მოლოდინს. ახალი დაწყებული სასიყვარულო და რომანტიკული საუბრები და შეხვედრები შესაძლოა მალე დასრულდეს.
კურო ♉
ყურადღებაა საჭირო საბუთების გაფორმებისას, რადგან შეცდომის გამოსწორდება გაგიჭირდებათ. მშვენიერი დროა პირად ცხოვრებაში წარმატებებისათვის, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება რეკომენდებული არაა.
ტყუპები ♊
ჩვეულ სამუშაო რიტმს დაარღვევს მოულოდნელი მოვლენები. წინასწარ დაალაგეთ გეგმები და მშვიდად იმოქმედეთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, შესაძლოა შეცვალოთ არსებული მდგომარეობა.
კირჩხიბი ♋
კარგად გააანალიზეთ არსებული მოვლენები. დაამყარეთ თქვენთვის აუცილებელი კავშირები. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში, სიმშვიდე დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.
ლომი ♌
გაგიადვილდებათ პრობლემების გაანალიზება და გადაჭრის გზების დასახვა. საეჭვო კავშირებს ერიდეთ, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. თუ დაღლილობას გრძნობთ, რიგიანად გამოიძინეთ, რათა აღიდგინოთ ენერგეტიკული ბალანსი.
ქალწული ♍
ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელი ცვლილებების. დაიწყეთ მომავალი გეგმების დასახვა. ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ სირთულეს. დრო კარგია მოლაპარაკებებისთვის. სასიყვარულო პარტნიორისგან კი, სიურპრიზი გელით.
სასწორი ♎
უსმინეთ შინაგან ხმას. თუ მეტად მომთმენი იქნებით საქმიან პარტნიორებთან, წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერი სირთულის ერთობლივ პროექტებს. საყვარელი ადამიანის პრობლემების მიმართ კი, მეტად ყურადღებიანი იყავით.
მორიელი ♏
საკუთარი პრობლემების მოგვარებისას, ეცადეთ გაითვალისწინეთ სხვათა ინტერესები. ყურადღებით ჩაატარეთ ყველა ფინანსური და საბანკო ოპერაცია. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, სჯობს დინჯად იმოქმედოთ.
მშვილდოსანი ♐
ნუ იკამათებთ. გაიზრდება პირადი შეხვედრებისა და გადაადგილებების რაოდენობა. დრო ხელს უწყობს ორგანიზმის გეგმიურ კვლევასა და მკურნალობის ჩატარებას.
თხის რქა ♑
კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. სითბოსა და მზრუნველობას იგრძნობთ ოჯახის წევრებისაგან, რაც მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. კარგი დროა, მოგზაურობებისთვის.
მერწყული ♒
მოიმატებს სასისახრულო მოვლენათა რიცხვი. ერიდეთ სპონტანურ ქმედებებს და ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს. პირად ცხოვრებაში, შესაძლებელია მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რაც ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.
თევზები ♓
აქტიური და შედეგიანი დროა. გაზრდილი მომხიბვლელობის მეშვეობით, ადვილად შეძლებთ გარშემომყოფების მართვას. სასიყვარულო განცდების გამო, შესაძლოა მოგინდეთ განმარტოება და განვლილი პერიოდის გაანალიზება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან