ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 17 - 23 ივლისი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.07, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

არ გარისკოთ. მოგზაურობისას მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ახალმა რომანტიკულმა ურთიერთობამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს საქმიან პერსპექტივებსა და ნერვულ სისტემას.

კურო ♉

ადრე დაშვებული შეცდომები შეიძლება რჩეულთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდეს. ეცადეთ მობეზრებულმა ცხოვრების სტილმა, არასაკმარისმა შემოსავლებმა და გამქრალმა გრძნობებმა უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ტყუპები ♊

წარსულის გამოცდილება უარს გათქმევინებთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებზე. ნაკლებად ენდეთ უცნობებს, რათა არ მოტყუვდეთ. შინაგანი დაძაბულობა და ნერვიულობა შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცეს, ამიტომ ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და დაგეგმოთ სამომავლო ქმედებები.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა კავშირების დასამყარებლად. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საქმიან შემოთავაზებებს. დადებით შედეგს გამოიღებს გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. მეგობრული კავშირი შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს.

ლომი ♌

ახალი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება გაგიჭირდებათ. ფარულად მოქმედება აგარიდებთ არაკეთილმოსურნეთა და კონკურენტთა კრიტიკას. პირად ურთიერთობებში კრიზისული ეტაპის შემთხვევაში, სასურველია არ აჩქარდეთ და არაფერი რადიკალური არ მოიმოქმედოთ.

ქალწული ♍

ენერგია მოგაკლდებათ, ამიტომ გაგიჭირდებათ სიტუაციის გაკონტროლება. დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და ახლის დაწყებას ნუ იჩქარებთ. სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორთან დაპირისპირება დაუკავშირდება ცხოვრებისეული შეხედულებების სხვადასხვაობას.

სასწორი ♎

ეცადეთ იმგვარად მოაგვაროთ სახლისა და სამსახურის საქმეები, რომ არ წარმოქმნათ დამატებითი პრობლემები. დრო არ უწყობს ხელს ახალი საქმეების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დაშვებული შეცდომები სჯობს დროულად გამოასწოროთ. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს თქვენი დაღლილობისა და უხეშობის გამო.

მორიელი ♏

სამუშაოს რაოდენობა მოიმატებს. ყურადღება მიაქციეთ სხვების რჩევებს. საყვარელ ადამიანის მიმართ კი მეტი ნდობა და სითბო გამოავლინეთ. შორეული მოგზაურობაც და სერიოზული ცვლილებებიც სჯობს დროებით გადადოთ.

მშვილდოსანი ♐

ყურადღება გმართებთ იურიდიული საბუთების შევსებისა და ხელმოწერისას. საქმეების სიუხვე გაიძულებთ გადადოთ მოგზაურობა და დასვენება. უცხოეთში მცხოვრებ ადამიანთან თანამშრომლობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ

თხის რქა ♑

სახიფათო დროა როგორც საქმიანი, ასევე საქორწინო ურთიერთობებისათვის, რაც დაუკავშირდება ინფორმაციის დამალვას, ან ფარულ მოქმედებებს. მოერიდეთ რისკს, ავანტიურულ კავშირებს, ფინანსურ მაქინაციებს და საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობას. მოგზაურობა კი გადადეთ.

მერწყული ♒

გაზრდილი შემოქმედებითი პოტენციალი სტაბილურ შემოსავალს გპირდებათ. არსებობს ახალი და საინტერესო სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბების ალბათობა. თავისუფალი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას.

თევზები ♒

გარშემომყოფებთან ურთიერთობა დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ სამუშაოსა და კარიერაზე. შესაძლოა მიიღოთ ფარული ინფორმაცია, ან ფარდა აეხადოს ძველ მოვლენებს. შესაძლოა ძველი პირადი ურთიერთობის გაცოცხლებაც. მოუსმინეთ შინაგან ხმას და ეცადეთ რადიკალურად არ შეცვალოთ პირადი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა