ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ნებისმიერ დღეს თმის შეჭრა თუ ვარცხნილობის გაკეთება, სასურველი არ არის

№10

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.03, 2023 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ძალიან ბევრი რამ, რასაც ჩვენ წვრილმანებად მივიჩნევთ, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, სასურველი არ არის თმის შეჭრა თუ ახალი ვარცხნილობის გაკეთება კვირის ნებისმიერ დღეს. ამით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და საკუთარ სიცოცხლესაც კი საფრთხეში აგდებს.

თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სტილისტთან წასვლა თქვენთვიის საშიში არ არის. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა, თმის შეჭრა და რაიმეს შეცვლა ვარცხნილობაში. თმის შეჭრა კვირა დღესაც არ ვარგა. პარასკევსა და კვირა დღეს თმის შეჭრითა და ახალი ვარცხნილობის გაკეთებით საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ბედ-იღბალს და კარიერას გარკვეულ საფრთხეს უქმნით. ვფიქრობ, გარისკვა არ ღირს და უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ – სწორად შეარჩიოთ ის დღე, როცა თმის შეჭრა მისაღები იქნება თქვენთვის.

თუ თმას ორშაბათს შეიჭრით, დეპრესიისგან, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. კვირის ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბების, ჭორებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა ხელს შეგიწყობთ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში, ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათ დღეს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ წამოწყებული საქმეების ადვილად და წარმატებით დასრულებაში, ასევე, აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს და ფრიად მომხიბვლელს გაგხდით. პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შედარებით შენელებულია და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. თანაც, ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. თმის შესაჭრელად კვირის დღეებიდან ყველაზე კარგია შაბათი, ამ დღეს შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ ადვილად დაძლიოთ მარტოობა, დეპრესია და გაიჩინოთ თანამოაზრეები. ასევე, შაბათს შეჭრილი თმა საკუთარი ძალების რწმენასაც აღგიდგენთ და სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც შეგიწყობთ ხელს. გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან და ადვილად შეძლებთ საყოფაცხოვრებო თუ პირადული პრობლემების უმტკივნეულოდ გადალახვას. თუ კვირა დღეს არ შეიჭრით თმას, მაშინ უახლოეს მომავალში მთელ რიგ უსიამოვნებებს ასცდებით. კვირა დღეს თქვენი და თქვენი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. ამის გაწყვეტა და შესუსტება სწორედ კვირას თმის მოჭრით ხდება და ამას კატეგორიულად არ გირჩევთ. მაგრამ, თუ არ გაითვალისწინებთ და კვირას მაინც შეიჭრით თმას, შეიცვლით ვარცხნილობას, მაშინ იცოდეთ, ამით კოსმიურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება.

ასევე, გაითვალისწინეთ რომ თმის საკუთარი ხელით შეჭრა არ შეიძლება. მას უბედობა და პრობლემები მოაქვს. ეს სიცოცხლის შემოკლებასაც კი უწყობს ხელს და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალს. არც მზის ჩასვლის შემდეგ ვარგა თმის, ასევე ფრჩხილის, მოჭრა-დამოკლება.

თმის ვარცხნილობაზე დიდადაა დამოკიდებული ადამიანის წარმატება-წარუმატებლობა. მაგალითად: უკან გადაწეული და შეკრული თმა აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს გარე სამყაროსთან, მარცნივ და უკან გადავარცხნილი – ლოგიკურ აზროვნებაში გვეხმარება, გაშლილი კი, უდარდელობის ნიშანია და გოგონა ან ქალბატონი საპირისპირო სქესის მეტ დაინტერესებას იწვევს. ზოგადად, თმა ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ის ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და მოწესრიგებაში გვეხმარება. თმა კოსმოსიდან იღებს საჭირო ინფორმაციას, ინახავს ჩვენს წარსულსა და მოქმედებს აწმყოზე. ეს ყოველივე კი უდიდეს გავლენას. ახდენს ჩვენს ენერგეტიკაზე. ასე რომ, თმას მარტო დეკორატიული ფუნქცია არ აკისრია. უეცარი იმიჯის შეცვლა ამ კუთხით, განსაკუთრებით თქვენთვის კვირის არასასურველ დღეს, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც. კერძოდ, თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალევე გაიზრდება, ხოლო თუ კლებადი მთვარის ფაზაში, მაშინ შედარებით გვიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი