ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი: 1-7 მარტი

№9

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.03, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს 🔯

ვერძი ♈

მოერიდეთ კოლეგებთან და ნათესავებთან კამათს. უმჯობესია, ეს პერიოდი მშვიდად განვლოთ, ნაკლები იმუშაოთ და დაღლილობა და ფსიქოემოციური სტრესი ფიზიკური ან სპორტული ვარჯიშით მოიხსნათ. მგზავრობა კი სჯობს, გადადოთ.

კურო ♉

ამ პერიოდში ყველაფერს, რასაც შეეხებით, დადებითი ფინალი ექნება. შრომა დაგიფასდებათ და მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი სიმშვიდეს მოგიტანთ.

ტყუპები ♊

მოიმატებს საინტერესო გადაადგილებები და კონტაქტები. გზებზე მოძრაობისას ეცადეთ, უფრო ყურადღებით იყოთ. გაგიადვილდებათ მიზნის მიღწევა, ინფორმაციის მიღება. კარგია ორგანიზმის გამოკვლევა.

კირჩხიბი ♋

ახალი საქმე მომავალში კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოვლენებს ინტუიციის მეშვეობით იწინასწარმეტყველებთ და ამით თავს აარიდებთ სირთულეებს. ნუ წამოუყენებთ პრეტენზიებს საყვარელ ადამიანს. ეს შესაძლოა, დაცილების მიზეზი გახდეს.

ლომი ♌

თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, რაც შესაძლოა, მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მეტად თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ, რათა ამან პრობლემა არ შეუქმნას თქვენს უკვე არსებულ კავშირებს.

ქალწული ♍

შემოქმედებითად შრომა და ახლისკენ სწრაფვა უეცრად შეცვლის თქვენს სოციალურ სტატუსს. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები კი კარგ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისა და ქორწინებისთვის.

სასწორი ♎

შემოსავლის გასაზრდელად მეტი აქტიურობაა საჭირო. დამოუკიდებლობის მოთხოვნილებამ შესაძლოა, გაიძულოთ, დაამყაროთ ახალი კავშირები და დაუპირისპირდეთ მშობლებს. არ არის გამორიცხული, საქმიან პარტნიორთა შორის მომავალი მეუღლე იპოვოთ.

მორიელი ♏

ადვილად მოგვარდება საოჯახო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არ არის. კარდინალურ გარდაქმნებს პირად ურთიერთობაში თქვენ ნუ დაიწყებთ.

მშვილდოსანი ♐

აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეცადეთ, დამატებითი წყაროები იპოვოთ.

თხის რქა ♑

თქვენი პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. ეს დიდი ჩანაფირების ხორცშესხმისა და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა, ახალი კავშირების დამყარება, სასიყვარულო შეხვედრები.

მერწყული ♒

ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც მარტივად გამოგივათ. უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. მოგზაურობისას მოერიდეთ სიჩქარესა და აზარტს.

თევზები ♓

საუკეთესო დროა შეხვედრების, ახალი ნაცნობობისა და ინტელექტუალური კავშირებისთვის. სასიკეთოდ ჩაივლის გადაადგილებები. ახალი რომანტიული გრძნობა შესაძლოა, უეცრად ჩამოგიყალიბდეთ. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი