ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.11, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მოლაპარაკებების წარმოება. არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, თმის შეჭრა. მოერიდეთ კამათს. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, კბილები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ექსპერიმენტებს. კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, სანამ მას გამოიყენებთ. კარგია ტანსაცმლის და ტექნიკის შეძენა. არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, ხელშეკრულების დადება, თმის შეჭრა, პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,ძოწი, ტოპაზი ან წითელი იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი, კბილები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა. იყავით ფრთხილი. არ ვარგა სარისკო მოქმედება, სულსწრაფობა. კარგია სასიყვარულო ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. დაიცავით უსაფრთხოების წესები. კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, სანამ მას გამოიყენებთ. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, გიშერი, ონიქსი ან ყვითელი იასპი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებსთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა და მზის დაბნელება. მძიმე და ნეგატიური დღეა. მაღალია ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების, ცდუნებების, ჯანმრთელობის გაუარესების და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა. მოერიდეთ მოლაპარაკებებს, საყიდლების გაკეთებას, ეჭვიანობას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, აქატი, მალაქიტი, აკვამარინი ან ტოპაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. აკონტროლეთ ემოციები. არ ვარგა უძრავი ქონების შეძენა. მაღალია მოტყუების ალბათობა. ატარეთ ნარინჯისფერი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, საფირონი, გიაცინტი, ლაბრადორი ან ბერილი. სიზმარი ახდება. კარგია სამეცნიერო კვლევა. სუსტდება ფილტვები, ხელები, ბრონქები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დაიცავით წესები და კანონები. მოერიდეთ კამათს. კარგია მოლაპარაკებები, კონტაქტები, მშენებლობა, ტექნიკის შეძენა. მოერიდეთ სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ციტრონი, ქარვა, აკვამარინი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა; ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი