ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№31

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 02.08, 2021 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, გადაადგილებებს, თმის შეჭრას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, აკვამარინი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ყელი, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისტვის

სამშაბათი

ნუ გამოიყენებთ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე. მოერიდეთ თმის შეჭრას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, რემონტის დაწყებას, გაცვლით ოპერაციებს. ატარეთ შინდისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი ,საფირონი, ბერილი ან გელიოტროპი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, მხრები, ხელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

კარგია რემონტის დაწყება, ახალი პარტნიორული ურთიერთობები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი ,კრემისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი ,გელიოტროპი, აკვამარინი ან საფირონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. მოერიდეთ რისკს. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ატარეთ თეთრი, იისფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ქრიზოპრაზი, აქატი, ბერილი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწროებისთვის

პარასკევი

მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, კამათს, რისკს. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ახალი სასიყვარულო კავშირები, სესხის აღება. ატარეთ თეთრი, მწვანე. ლურჯი, ცისფერი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მარგალიტი, ამეთვისტო ან აქატი. სიზმარი ახდება. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა:კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ფრთხილი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ გადაადგილებებს, ახალ კავშირებს. ატარეთ ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი, ცისფერი ან ოქროსფერი სამოსი, ქვებიდან კი იასპი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. კარგია მეგობრული ურთიერთობები. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა:თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა, მძიმე კოსმოსური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ გადაადგილებებს, რისკს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას, რაიმე ახლის დაწყებას. ატარეთ ლიმონისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, გიშერი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი