ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 05.04, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის დღეების ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, წითელი, ლურჯი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, აკვამარინი ან ცირკონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის.

სამშაბათი

კარგია ახალი საქმის დაწყება, აპარატურის შეძენა. მოერიდეთ სესხის აღებას, მშენებლობას. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ტოპაზი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, მხედველობა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის.

ოთხშაბათი

მაღალია კონფლიქტების ალბათობა. კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, პარტნიორებთან ურთიერთობა, თმის შეჭრა. ატარეთ ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი ან ნეფრიტი. ყურადღება მიაქციეთ სიზმარს. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის;

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

ხუთშაბათი

ნუ გარისკავთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და ახლობლებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ მწვანე, ფირუზისფერი, იისფერი, ლურჯი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – მარგალიტი, აკვამარინი, ნეფრიტი, გიშერი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ყელი, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად საქმეებს. კარგია კაპიტალდაბანდება, ახალი კავშირები, პარტნიორული ურთიერთობები, სექსუალური კავშირები. ატარეთ ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ალექსანდრიტი, მარგალიტი, ამერთვისტო ან ობსიდიანი. სიზმარი არ ახდება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის.

შაბათი

კარგია თმის შეჭრა, რემონტის დაწყება, ავეჯის შეძენა. მოერიდეთ წესების დარღვევას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ლალი, იაგუნდი, იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის.

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ კამათს, ეჭვიანობას, ემოციების ზედმეტად გამოვლენას. კარგია მოგზაურობა, პარტნიორული ურთიერთობები, ვაჭრობა. ატარეთ ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ლალი, იაგუნდი, ქარვა, ძოწი ან წითელი იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის;

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი