გულახდილი საუბრები

როგორ კაცს არ შეიყვარებს ჭკვიანი ქალი არასოდეს

№45

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.11, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

არც ერთი ადამიანისთვის არ არის უცხო ემოციური ტკივილი. ჩვენ, ყველანი ვწუხვართ და ვდარდობდით რაღაცის გამო. ეს ტკივილი, შესაძლოა, საბოლოოდ თავისთავად გაქრეს, მაგრამ კვალს აუცილებლად ტოვებს. ზოგჯერ ტკივილი იმედგაცრუებიდან მოდის, იმედგაცრუება კი ყველაზე ხშირად ხელმოცარულ სიყვარულს ან დანგრეულ ურთიერთობას ახლავს თან. ასეთ სიტუაციებში ქალები წარმოიდგენენ ხოლმე რაღაც საშინელს, რაც მომავალში უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არასოდეს მოხდეს, მაინც ისე განიცდიან, როგორც ტანჯვის რეალურ წყაროს. მაგრამ არსებობენ ჭკვიანი ქალებიც, რომლებიც ცხოვრობენ რეალობით და არა გაურკვეველი მომავლის ილუზიით.

თინიკო (39 წლის): ახლა დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე და გააანალიზეთ, რა მოგწონთ მასში. კარგად დააკვირდით თქვენს ყოველ დღეს – ხედავთ რამდენი კარგი რამეა, რის გამოც მადლიერი უნდა იყოთ? დიდი ხანი არ არის, რაც მე ასე დავიწყე ფიქრი – მას შემდეგ, რაც „დავჭკვიანდი“ და მივხვდი, რომ არავინ და არაფერი ღირს არც ნერვიულობად და არც ცხოვრების გასამწარებლად. მაშინაც კი, თუ ძალიან გიჭირთ კარგი მოვლენებისა თუ ამბების გახსენება, ბედნიერებისთვის ის მიზეზიც კი საკმარისია, რომ ახლა ფიქრი შეგიძლიათ, რომ ახლა, ჯერ კიდევ აქ ხართ.

– ანუ, ცოცხალი რომ ხარ, ეს უკვე არის ბედნიერების საფუძველი?

– რა თქმა უნდა. ყველაზე ნამდვილი ბედნიერების საფუძველი სწორედ ეგ არის და არა მამაკაცის სიყვარული. მე არ ვამბობ, რომ სიყვარული არ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ხარ შენ – შენი ცხოვრება, რომელიც არასოდეს განმეორდება და მერე სხვა ყველაფერი. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ურთიერთობები, უნარები, შესაძლებლობები და გამარჯვებები, რომელთა აღნიშვნაც ღირს. სწორი თვითშეფასების პრაქტიკა ძალიან მაგარი რამეა. ვერავინ გიშველის. შენ უნდა შეცვალო აზროვნება და შეწყვიტო ნეგატივზე ფოკუსირება. რატომ უნდა გიყვარდეს კაცი, რომელსაც შენ არ უყვარხარ? რატომ უნდა გინდოდეს კაცი, რომელსაც არ უნდიხარ და კიდევ უარესი – უნდა სხვა?!

– სათქმელად ადვილია, აღარ იფიქრო სიყვარულზე. ეს ხშირად ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

– ადვილია, თუ გაანალიზებ რატომ გჭირდება ეს სიყვარული და გაიხსენებ იმას, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს. აღმოაჩენ, რომ ნამდვილად გიყვარს საკუთარი თავი. ეს არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს გეტკინებათ. ნეგატიური მოვლენები სულ აგრძელებენ არსებობას და შეიძლება, ისევ აღმოჩნდეთ პრობლემების წინაშე, ისევ გამოჩნდეს მამაკაცი, რომელზეც იტყვით, რომ გიყვართ... და კვლავ დაკარგავთ იმას, რაც თქვენთვის ძვირფასია.

– გამოდის, არავინ უნდა გიყვარდეს.

– არც ასე რთულად არის საქმე. უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია, შევწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რაც არ არის რეალური, რაც მხოლოდ ჩვენი აზროვნების პროდუქტია. ზოგჯერ სიყვარული მართლაც მხოლოდ აზროვნების, უფრო ფანტაზიის, პროდუქტია. უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა, არ შემოვუშვათ ჩვენს გულში ცუდი ადამიანი და აღმოვაჩენთ, რომ ბევრად უკეთ ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით. ბედნიერების გასაღები არის იმის ცოდნა, რომ გაქვს ძალა, აირჩიო, რა უნდა მიიღო და რა უნდა გაუშვა შენი ცხოვრებიდან. სამყაროში უამრავი ქალი არსებობს, რომელიც შეყვარებულია იმ მამაკაცზე, რომლის გულიც უკვე დაკავებულია. თითოეულმა ასეთმა დაკავებულმა მამაკაცმა კი იცის, რომ არსებობს ქალი, რომელიც მას ხელის ერთ დაქნევაზე გაჰყვება. ყოველი ისეთი სიტუაციის მიღმა, სადაც ქალი ემოციურად, სასოწარკვეთილად მისდევს მიუწვდომელ მამაკაცს, დგას კაცი, რომელიც უკვე შეყვარებულია სხვაზე. თუ გრძნობებს მაინც ვერაფერს უხერხებ, უნდა გახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დროს კარგავ იმ ადამიანთან, რომლისთვისაც არასოდეს გახდებით პრიორიტეტი .მართალია, ძალიან რთულია ჯერ ამის მიხვედრა. მერე კი აღიარება. მაგრამ ვერსად წაუხვალ ფაქტს – იმ ადამიანს, რომელსაც უკვე ჰყავს შეყვარებული (პარტნიორი ან ცოლი), უკვე განსაზღვრული აქვს საკუთარი პრიორიტეტები. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რამდენად გსურთ ეს ურთიერთობა ან რამდენად შეეცდებით მის შენარჩუნებას, თქვენ არასოდეს დაგაყენებთ მათზე წინ.

– გეთანხმებით, ასეთ ურთიერთობებს არასდროს აქვთ ბედნიერი დასასრული.

– ასეა. ფაქტი ხომ ისაა, რომ მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს თქვენ არ ხართ. მარადიული მოლოდინი და მისი მხრიდან მცირე ყურადღებით აღფრთოვანება, უბრალოდ, თავის მოტყუებაა. თქვენ მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი ხართ. ასეთ ურთიერთობაში დარჩენით, თქვენ მას „ეუბნებით“, რომ მზად ხართ, დაელოდოთ მის ყურადღებას, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, მის მოსაპოვებლად საკუთარ ბედნიერებას მსხვერპლად გაიღებთ. უფრო მეტიც, ეუბნებით, რომ საერთოდ არ აფასებთ საკუთარ თავს. რომელ მამაკაცს უნდა გვერდით ასეთი ქალი? – არცერთს. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა: თუ გსურთ თქვენი ცხოვრება წამებას არ დაემსგავსოს, არ შეიყვაროთ ადამიანი, რომელიც უკვე დაკავებულია ან ყოფილს მისტირის. მართალია, ადვილი არ არის გრძნობების სრული კონტროლი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია. სწორედ, ამის მაგალითი ვარ მე. უკვე ვიცი, რომ წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა არასასურველ კაცთან დაშორება და ემოციურად ხელმისაწვდომი ადამიანის ძებნა. ბოლოს და ბოლოს, ხომ გინდათ ადამიანი, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნებით?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი