ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 06.06, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

დიდი ადამიანების საინტერესო ციტატები:

ვოლტერი: გაივლის წლები და მიხვდები, რაც უფრო მეტს იღებ საკუთარ თავზე, მით ნაკლებად დაგაფასებენ.

ბილ მოიერსი: თავისუფლება მაშინ იწყება, როდესაც აცნობიერებ, რომ ვიღაც სხვა წერს შენს ისტორიას და რომ დროა, გამოართვა მას კალამი და თავად დაიწყო წერა.

სიმონ დე ბოვუარი: ადამიანის სიცოცხლე მანამ ფასობს, სანამ სხვის სიცოცხლეს აფასებს – სიყვარულის, მეგობრობის, პატივისცემისა და თანაგრძნობის გამოვლინებით.

მეუფე ისაია: როდესაც ადამიანი შინაგანად რაღაც საყრდენს პოულობს, ის ყველა განსაცდელს გადალახავს, მაგრამ ადამიანს თუ გარშემო ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, მაგრამ შინაგანი საყრდენი არ გააჩნია, ის მაინც გასაჭირში იქნება.

უოლას სტეგნერი: გქონდეს მცირედი, ნიშნავს, იყო უჩვეულოდ თავისუფალი.

ისტვუდი: ამაყად გააცილე შენი ცხოვრებიდან ყველა წამსვლელი. უკეთესები მოდიან!

ჟვანეცკი: ექიმების შეცდომები სასაფლაოზე წვანან, ხოლო მასწავლებლების შეცდომები – პარლამენტში.

პასკალი: მწერალი მაშინ იგებს, თუ როგორ უნდა დაიწყოს ნაწარმოები, როდესაც მას ამთავრებს.

ზიგლარი: ადამიანს აყალიბებს ორი მდგომარეობა: მოთმინება, როცა მას არაფერი აქვს და ქცევა, როდესაც მას ყველაფერი აქვს.

ვოვენარგი: როცა ფეხზე დგები, მეგობრები იგებენ, ვინ ხარ შენ. როცა ეცემი, შენ იგებ, ვინ არის შენი მეგობარი.

ტოლსტოი: საშიში ის კი არაა, ვინც სიბრაზისას ღრიალებს, საშიშია ის, ვინც სიბრაზის დროს დუმს.

ადისონი: ადამიანები საინტერესო არსებები არიან – ბოროტებას ერთმანეთს უკეთებენ, პატიებას კი ღმერთს სთხოვენ.

ბელინსკი: მნიშვნელობა არ აქვს როგორი ბავშვობა გქონდათ თქვენ, მთავარია, როგორ ბავშვობას აჩუქებთ თქვენს შვილებს.

დელონი: ლამაზი ქალის შეცვლა სხვა ლამაზი ქალით შეიძლება, საყვარელი ქალის შეცვლა კი შეუძლებელია.

უაილდი: ნუ აწყენინებთ ქალს! ოდესღაც ის გადაეჩვევა პატიებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი