ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.12

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ალეხანდრო ხოდორკოვსკი: გალიაში დაბადებული ჩიტები ფიქრობენ, რომ ფრენა ავადმყოფობაა.

ტოლსტოი: სიკეთეს, რომელსაც გულით აკეთებ, ყოველთვის საკუთარ თავს უკეთებ.

გალაკტიონი: საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.

ლაბრიუერი: ცუდად არავის მოექცე იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა, არამედ იმიტომ, რომ თავად შენ ხარ ღირსეული.

ომარ ხაიამი: ლამაზად მოლაპარაკეს ნუ დაუჯერებ, იმის გჯეროდეს, ვინც კარგ საქმეს უსიტყვოდ აკეთებს.

ნიცშე: შურიანი ხალხი ხშირად მსჯელობს იმაზე, რაც არ იცის და აკრიტიკებს მათ, ვის დონემდეც ვერასდროს მიაღწევს.

ბალზაკი: საზოგადოებრივი აზრი? ეს ხომ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა!

მერიმე: ძალიან თავმდაბალი ვარ იმისთვის, რომ ვაგრძნობინო ვინმეს ჩემი სიამაყე, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ვაღიარო ჩემი სისუსტე.

ნილოს სინელი: ადამიანებს სიყვარული უფრო აკლიათ, ვიდრე პური და ეს ყველაზე ძლიერი შიმშილია.

წმიდა ავგუსტინე: როცა ღმერთი პირველ ადგილზეა, ყველაფერი თავის ადგილას დგას.

ბიბლია: სიყვარული არასოდეს მარცხდება და თუ ის მარცხდება, ის არასდროს ყოფილა სიყვარული.

მონტენი: ბრძენს ჰკითხეს, თუ ადამიანს უყვარს, ის დაბრუნდება? ბრძენმა უპასუხა: თუ ადამიანს უყვარს, ის არ წავა.

ვოვენარგი: ვისაც საკუთარი წაქცევა ახსოვს, ის ვერასდროს გაიმარჯვებს, როცა სხვას წაქცეულს ხედავს.

რუსო: არასდროს დაუწიო საკუთარ სინათლეს სხვისი კომფორტისთვის.

ჰიუგო: იყავი კარგი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაკარგო დრო ამის დასამტკიცებლად.

შანელი: ამბობენ, ქალი ლამაზი უნდა იყოსო. ლამაზი კი არა, ბედნიერი უნდა იყოს. ბედნიერი ქალი კი ყოველთვის ლამაზია.

ვისოცკი: ათასჯერ მართალიც რომ იყო, რა მნიშვნელობა აქვს, თუ შენი საყვარელი ქალი ტირის?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი