ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

მერაბ კოსტავა: მსოფლიო იცნობს ოცდაათწლიანი და ასწლიანი ომების ისტორიას, მაგრამ არსებობს მუდმივი უვადო ომი – ეს არის საქართველოს ისტორია.

ტვენი: ყველაზე მშვიდად სძინავს არა მას, ვისაც სინდისი სუფთა აქვს, არამედ მას, ვისაც სინდისი საერთოდ არ აქვს.

პასკალი: დუმილი უდიდესი ადამიანური ტანჯვაა.

ვოლტერი: პროცესს უძლებს ის, ვისაც მიზანი აქვს.

ჭაბუა: ან რა ღირსია სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის დაბრკოლებებსა და მიზეზებზე ფიქრობს.

რუსო: წარსულის ტყვია აწმყოს მოხვდა და მომავალი დაამახინჯა.

ნიცშე: თუ ტარაკანას მოკლავ, გმირი ხარ, თუ პეპელას – ცუდი ადამიანი. ასეა, მორალს ესთეტიკური სტანდარტები აქვს.

მონტენი: გულს მტერი ვერ გატკენს, ეს მხოლოდ ძვირფას ადამიანს შეუძლია.

ჰაინე: ყველაზე მაღალი ცა მეგონა. სინამდვილეში კეთილი ადამიანი ცაზე ათჯერ მაღალია.

ბასილი დიდი: რაც უფრო დაგვიანდება სინანული, მით უფრო გაძნელდება იგი.

იოანე ოქროპირი: უკეთესია, შვილი ტიროდეს მამის გამო და არა მამა – შვილის გამო.

ეფრემ ასური: ვინც მზერას მუდამ საკუთარი ნაკლოვანებებისკენ მიმართავს, ის ყოველთვის იფიქრებს, რომ სხვები მასზე უკეთესნი არიან. მხოლოდ ასეთი არ დგას დაცემის გზაზე.

განდი: იცი, რას იტყვის ხალხი შენზე?! რასაც საკუთარ თავზე ფიქრობს სინამდვილეში.

ჩესტერფილდი: ვიღაც თავისუფალ დროს გეხმიანება, ვიღაც კი დროს ათავისუფლებს, რომ შეგეხმიანოს. ეს ერთი და იგივე არ არის.

ვოვენარგი: სიმართლის მთქმელი ხშირად მარტო რჩება, მაგრამ ეს მარტოობა ბევრად სჯობს ფარისეველთა გარემოცვას.

ბუასტი: არ დაივიწყო ცხოვრება, რომელიც საკუთარ თავს შეჰპირდი.

ლაბრუიერი: ყოველთვის უთხარი ქალს, რომ ის ისეთი არაა, როგორც სხვები, თუ მისგან იმავეს მიღება არ გინდა, რაც სხვებისგან.

ერვინ კობი: თუ ქალს მეორე ქალი მოსწონს, ის მასთან გულახდილია და თუ არ მოსწონს, ორმაგად გულახდილია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა