ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.02

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

მაკიაველი: მმართველის გონიერების განსაზღვრის უპირველესი მეთოდი მის გარშემო მყოფებზე დაკვირვებაა.

რუსო: არ დაუჯეროთ მათ, ვისაც თქვენი არ სჯერა. არ დაელოდოთ მათ, ვინც არ ჩქარობს.

ვოლტერი: იმორჩილებენ მას, ვისაც არ შესწევს ძალა, დაიმორჩილოს საკუთარი თავი.

ვოვენარგი: ჭკვიანი აზრები მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა სისულელეები უკვე ჩადენილია.

ჩესტერფილდი: ნდობა თეთრი ფურცელია, ზოგი კი მასზე მელნის დაღვრას ცდილობს.

მონტენი: მიეცი ადამიანს მეორე შანსი და შენ ის გაჩუქებს ისეთ გამოცდილებას, რომლის შემდეგ არავინ და არასდროს მიიღებს შენგან პირველ შანსსაც კი.

ბეკონი: სადაც არ უნდა წახვიდე, იქაური ქუდი უნდა მოირგო, მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეს, როგორ მოხვედი აქამდე.

მონტესკიე: ზოგჯერ მტრების მოსმენა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობრების.

ისააკ ასური: თუ არ გვეცოდინება, როგორი შეგვქმნა ღმერთმა, არც ის გვეცოდინება, როგორი გაგვხადა ცოდვამ.

ნეტარი ავგუსტინე: ვინც მკაცრად განსჯის მოყვასს, მას მკაცრად განსჯის უფალი.

ამბა ისაია: ღვთის მონა არ არის ის, ვინც ვნებებს ემსახურება. იგი იმის მონაა, ვინც მას ფლობს.

პასკალი: მზად იყავი იმისთვის, რომ შეიძლება, გასაჭირში მარტო დარჩე, მაგრამ შენ არ დატოვო არავინ.

კოელიო: ყველაზე გავრცელებული დაავადება სხვებისთვის დასმული დიაგნოზია.

ტოლსტოი: ჩვენ, ყველანი, განათლებული ვართ, როცა საქმე სხვის შეცდომებს ეხება.

სტენდალი: შეიყვარე მაშინ, როცა მზად ხარ და არა მაშინ, როცა მარტო ხარ.

უაილდი: ქალებს შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, ისინი ამჩნევენ ყველაფერს, იმის გარდა, რაც ცხადია.

ჟვანეცკი: თუ ქალი ისეთი სულელია, რომ მაინც უყვარხარ მას შემდეგ, რაც გული ატკინე, იცოდე, მისნაირს მეორეს ვერავის იპოვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი