ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.01

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ემილ ზოლა: თუ სიკეთეს დაფარავთ და მიწაში ჩამარხავთ, უსათუოდ გაიზრდება და ერთხელაც იქნება, ისეთ ძალას მოიპოვებს, თავის გზაზე ყოველივე ბოროტს წალეკავს.

სტალინი: მე ყოველთვის მეგონა, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია ამერიკელი ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.

ჩერჩილი: დიპლომატი – ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს იტყვის.

ოშო: დაუშვი, რაც შეიძლება, მეტი შეცდომა, მაგრამ გახსოვდეს ერთი: არ ჩაიდინო ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ და შენ გაიზრდები.

სოლჟენიცინი: თუ შენ ხშირად გიწევს ტყუილების თქმა, ადრე თუ გვიან შენ თვითონაც დაიჯერებ მათ.

ალფრედ დე მიუსე: არც ერთი გრძნობა არ იბადება ისე სწრაფად, როგორც ანტიპათია.

ჰექტორ ბერლიოზი: უნდა შეაგროვოთ ქვები, რომლებსაც გესვრიან, ეს მომავალი პიედისტალის საფუძველია.

პლატონი: ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთმინებაა.

სერაფიმ საროველი: მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენ გარშემო სხვებიც გადარჩებიან.

იოანე ოქროპირი: ღმერთის წყალობა ისეთი არაა, რომ მღვდლის სათნოებებზე იყოს დამოკიდებული.

ნილოს სინელი: მღვდლებს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.

ოტია იოსელიანი: ჭკუა დარდია და ჭკვიანი – დარდიანი.

დოსტოევსკი: ზედმეტად ღრმაა ადამიანი, მე ცოტათი შევზღუდავდი.

ლაო ძი: უფრო მეტი გაუკეთეთ ადამიანებს, ვიდრე მოელიან და არ ინანოთ.

ვოვენარგი: ყალბი ადამიანი არასდროს იცვლება; უბრალოდ, მას აქვს ნიჭი, დამაჯერებლად მოგატყუოს, რომ ის იდეალურია.

კონსტანტინე: ცხოვრებაში ერთხელ შეგხვდება ისეთი ქალი, რომელიც ბედნიერების ერთადერთი სასწაულია, მაგრამ ახალგაზრდული სიშლეგის ან უბედობის გამო ხელს დააცდენ მას და მერე მთელი ცხოვრება სინანულად და მოგონებად გექცევა მასზე.

ნაგიბ მაჰფუზი: არავინ იცის, რა გაამხიარულებს ქალს და რა გააბრაზებს მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი