ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.01

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ტრუმენი: თუ არ შეგიძლიათ, დაუმტკიცოთ, დააბნიეთ.

მაკიაველი: არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს.

შოუ: სამყარო შედგება უმაქნისებისგან, რომლებსაც უნდათ ფული შრომის გარეშე და სულელებისგან, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ გამდიდრების გარეშე.

ლენონი: სიყვარული არის თეორემა, რომელიც ყოველდღე თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ.

დოსტოევსკი: ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევა, ვისაც ჰყოფნის მისი ხელში აღების გამბედაობა. მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ერთადერთს: უნდა შემეძლოს გაბედვა.

ვოვენარგი: კი არ განიკითხო; მოიკითხე. კი არ დაასმინო, მოუსმინე. თითი კი არ გაიშვირო, ხელი გაუწოდე.

რუსო: უყურადღებობა წერტილს ჰგავს, მას შემდეგ აღარაფერი ხდება.

ბისმარკი: სულელებს საკუთარი გამოცდილება ასწავლით, ბრძენთ – სხვების.

ილონ მასკი: შეგიძლია, ყველა კვერცხი ერთ კალათაში ჩააწყო, თუკი კალათის ბედი შენს ხელთაა.

ამბა იაკობი: თავმდაბალნი სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებელნი არიან, რადგან საკუთარ სისუსტეებს გრძნობენ.

ეფრემ ასური: როგორც ძლიერი ქარი, მტვერს გაფანტავს, ასევე, ჩვენი მტერი-ეშმაკი განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით.

იოანე ოქროპირი: ნუ შეუბერავ სულს სხვის სანთელს, ის არ შემატებს ბრწყინვალებას შენსას.

ვოლტერი: თუ საკუთარი თავი გიყვარს, სხვის ცუდ აზრზე გაგეღიმება.

მონტენი: სიყვარულს აქვს ერთი ზმნა, უნდა გასცე.

მაკიაველი: უმჯობესია, იმოქმედო და ინანო, ვიდრე უმოქმედობას ნანობ.

ბეკონი: სწორ და არასწორ ადამიანში განსხვავება ის არის, რომ არასწორი გიპოვის და დაგანგრევს. სწორი კი გიპოვის დანგრეულს და აგაწყობს.

შოპენჰაუერი: შენს ცხოვრებაში პრობლემები არსებობს იმისთვის, რომ შენ მათგან გამარჯვების ისტორიები შექმნა.

შანელი: ლამაზი ქალი ახარებს მამაკაცის თვალს და აღიზიანებს ქალისას.

უაილდი: შვილებს იმას კი ნუ ასწავლით, რომ კაცები არ ტირიანო. ასწავლეთ, რომ არასდროს ატირონ ქალები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი