ტესტები

თქვენი სუსტი მხარეების ამოსაცნობად

№9

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტისთვის ფანტაზია უნდა მოიშველიოთ. წარმოიდგინეთ, რომ ღამით მარტო აღმოჩნდით პარკში და ეძებთ უსაფრთხო ადგილს. სად წახვალთ? ჩამოჯდებით სკამზე, დადგებით ფარნის ქვეშ, დაიმალებით ხესთან თუ გადაწყვეტთ, განაგრძოთ სეირნობა? პასუხი ბევრს გეტყვით თქვენს ხასიათზე, სტრესულ სიტუაციებზე რეაგირებაზე და იმაზე, რაც შინაგან ბალანსს გაკარგვინებთ.

ვარიანტი 1. სკამზე:

თქვენ გონივრული და დამაჯერებელი ადამიანი ხართ, რომელიც არ ვარდება პანიკაში და იცის, როგორ უნდა დაელოდოს სწორ დროს. მარტივად ამყარებთ კონტაქტს და შეგიძლიათ, საუბარში ჩაბმა. სკამიც კი თქვენს არაცნობიერში ურთიერთობის სიმბოლოა. თქვენი მთავარი ღირსება სიმშვიდეა. ყველაზე რთულ დროსაც გჯერათ, რომ ყველაფერი მოგვარდება. უბრალოდ, ზოგჯერ ზედმეტად ენდობით ადამიანებს. იმათაც კი, ვინც ამას არ იმსახურებს.

ვარიანტი 2. ფარნის ქვეშ:

თქვენ ფარნის ქვეშ დგებით, ეს სიმამაცისა და თავდაჯერების ნიშანია. არ გეშინიათ ყურადღების ცენტრში ყოფნის, გიყვართ, როცა გაფასებენ და გულწრფელად ავლენთ ემოციებს. თქვენ გახსნილი, პირდაპირი და ენერგიული ადამიანი ხართ, რომელიც ვერ იტანს ტყუილს და ფარისევლობას. თქვენი გულწრფელობა ზოგჯერ ზედმეტად მკვეთრად ჟღერს – ყველა ვერ იღებს ასეთ პირდაპირობას.

ვარიანტი 3. ხის ქვეშ:

თუ ღამით ხეს აფარებთ თავს, თქვენ ერთგული, სანდო და ემოციურად ღრმა ადამიანი ხართ. აფასებთ ოჯახურ ტრადიციებს და ურთიერთობებში – გამჭვირვალობას. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მჭიდრო კავშირებია. არ გიყვართ მარტოობა და იშვიათად ხსნით გულს უცხოებთან.

ვარიანტი 4. განაგრძობთ სეირნობას:

თუ ღამით პარკში გადაწყვიტეთ სიარული, ეს თქვენს დინამიკურ და თავისუფალ ბუნებაზე მიანიშნებს. თქვენ არ შეგიძლიათ უმოქმედოდ ყოფნა, მუდმივად ეძებთ ახალ შესაძლებლობებს და მზად ხართ რისკისთვის. თქვენში არის თავგადასავლების წყურვილი და დიდი ამბიცია – ეს თვისებები დაგეხმარებათ რთული პერიოდების გადალახვაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი