როგორი ანალიტიკური უნარები გაქვთ
ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00

ოპტიკური ილუზიები საკმაოდ პოპულარული საშუალებაა, რომ ადამიანებმა უფრო მეტი გაიგონ საკუთარი თავის შესახებ. სახალისო ტესტები შესანიშნავად გამოკვეთენ, როგორი ანალიტიკური უნარები გაქვთ, შეგიძლიათ თუ არა დეტალებზე კონცენტრირება, რა შიშები, კომპლექსები იმალება თქვენში, რაც ხელს გიშლით წარმატებასა და ბედნიერებაში.
თქვენი ამოცანაა, შეხედოთ სურათს და დაიმახსოვროთ ის ცხოველი, რომელიც პირველი დაინახეთ.
პასუხები:
თუ სურათზე პირველი კატა დაინახეთ:
ყველაფერზე მეტად მარტოობის გეშინიათ. თქვენში არის შიში იმისა, რომ ახლობელი ადამიანები ადრე თუ გვიან ჩამოგშორდებიან, მიგატოვებენ ან გიღალატებენ. ეს კი გიბიძგებთ, რომ მათ მაქსიმალურად ასიამოვნოთ, თავი ბედნიერად აგრძნობინოთ. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხშირად თქვენი სურვილები გავიწყდებათ. ნუ იქნებით რადიკალური. ის, ვისაც ნამდვილად სჭირდებით, არასოდეს მიგატოვებთ. პირიქით, ცხოვრებისეული პრინციპებისთვის უფრო დაგაფასებთ.
თუ სურათზე პირველი ვირთხა დაინახეთ:
ადამიანების ნდობა გიჭირთ. ყველაზე მეტად მოტყუების გეშინიათ. ცდილობთ, ახლობელი ადამიანებიც კი ტყუილში გამოიჭიროთ. ალბათ, თქვენთვის ძალიან ძვირფასმა და მნიშვნელოვანმა ადამიანებმა უსამართლოდ დაგწყვიტეს გული და ამის შემდეგ ნდობა ძალიან გიჭირთ. მიეცით ადამიანებს შანსი, რომ ისევ დაგიბრუნონ რწმენა და გასწავლონ ნდობა. ყველა მათგანი ცუდი ნამდვილად არ არის.
თუ სურათზე პირველი ენოტი დაინახეთ:
არ გსურთ, სხვებს დაემსგავსოთ. მუდმივად ცდილობთ, სხვებისაგან გამოირჩეოდეთ და საკუთარი უნიკალურობა აჩვენოთ. ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია. თუმცა, არჩევანი თქვენი რეალური სურვილებით უნდა გააკეთოთ. მხოლოდ იმის გამო, რომ სხვას არ დაემსგავსოთ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას იმას, რაც გულწრფელად არ მოგწონთ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები თქვენს გულწრფელობას იგრძნობენ და თქვენთან დაახლოებას გადაწყვეტენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან