კვერცხისა და ხაჭოს დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00
თუ თავს ხელში აიყვანთ და ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით დაიცავთ, წონის დაკლება გარანტირებული გაქვთ.
ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია, ვისაც სასწრაფოდ უნდა დაახლოებით, ხუთი ზედმეტი კილოგრამის დაკლება. დღეში ერთ კილოგრამს დაიკლებთ და შესაბამისად, ხუთ დღეში – ხუთ კილოგრამს. მაგრამ დიდხანს ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული. დიეტის გამეორება კი მხოლოდ, ერთი თვის შემდეგ არის დაშვებული. თუ შიმშილის გრძნობას ვერ უძლებთ, შეგიძლიათ, მიირთვათ ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა. თუ კუჭის, ღვიძლის ან თორმეტგოჯას პრობლემები გაწუხებთ, ამ დიეტის დაცვას არ გირჩევთ.
დილით, საუზმეზე მიირთვით მაგრად მოხარშული 1 კვერცხი და ერთი ჭიქა ახლად გამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
სამი საათის შემდეგ – 150 გრამი უცხიმო ხაჭო და უშაქრო მწვანე ჩაი.
სამი საათის შემდეგ – 150 გრამი ხაჭო, მაგრად მოხარშული 1 კვერცხი, 1 ჭიქა წყალში გაზავებული ლიმონის წვენი ან მიირთვით 1 ცალი მწვანე ვაშლი.
ამის მერე კი უნდა სვათ გაზგასული მინერალური წყალი.
მართალია, დიეტა მკაცრად დასაცავია, მაგრამ თუ სურვილს მადაზე მაღლა დააყენებთ და თავს ხელში აიყვანთ, საკმაოდ მცირე დროში ჩადგებით ფორმაში და ზედმეტ წონასაც უპრობლემოდ მოიტოვებთ უკან.
მოამზადა ანი რევიამ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





