რჩევები

კითხვა-პასუხი

№25

ავტორი: ანი რევია 11:00 01.07, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სახის კანის დაჭიმვა და ტონირება, სახლის პირობებში, ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით?

პასუხი: სახის კანის ტონირებასა და დაჭიმვაში ბანანის ნიღაბი დაგეხმარებათ. კარგად გარეცხეთ 1 ბანანის ქერქი, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩაის კოვზ ბრინჯის ფქვილთან ერთად. ნარევი წაისვით სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კითხვა: პერიოდულად საშინლად მაყრის სახეზე. უამრავი რამ ვცადე, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი. იქნებ ბუნებრივ ინგრედიენტებზე სახლის პირობებში მომზადებულმა საშუალებამ მიშველოს. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

პასუხი: თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, უბრალოდ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი რამდენიმე წვეთი თაფლით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. 15 წუთში გამონაყარი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

კითხვა: შეიძლება თუ არა სახლის პირობებში მაკიაჟის მოსაშორებელი სითხის გაკეთება? რაც ვიყიდე, ყველამ ალერგია მომცა.

პასუხი: რასაკვირველია, შეიძლება. მინის ჭურჭელში ჩაასხით სუფთა წყალი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი (პროპორციით – 3:1). ეს საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თვალების მიდამოებიდან მაკიაჟს ეფექტურად აშორებს, არ იწვევს თვალების გაღიზიანებას და თანაც, უსაფრთხოა. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

კითხვა: თვალების ქვეშ შავი რგოლები გამიჩნდა და თუ დიდხანს მძინავს, საშინლად ჩამოსიებული მაქვს. როგორ შევძლო, რომ ეს პრობლემა დავძლიო?

პასუხი: ერთ ჭიქა ცხელ ჩაიში ან წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. როდესაც ნარევი გაგრილდება, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკები და დაიფინეთ თვალებს ქვემოთ. 10-15 წუთში მოიშორეთ და წაისვით თვალის ამ ადგილებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი.

კითხვა: არ მინდა ტუჩის ხელოვნური დაბერვა. თუმცა, ძალიან მინდა მისი ოდნავ მოცულობაში გაზრდა და რაიმე ბუნებრივი მეთოდი თუ არსებობს?

პასუხი: ტუჩებს რომ დამატებითი მოცულობა მიანიჭოთ, კბილის ჯაგრისზე წაუსვით ცოტა ვაზელინი და მისი გამოყენებით მსუბუქად დაიმუშავეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი